პუბლიკაციაში თავმოყრილია საბაზისო ინფორმაცია იმ ძირითად თვისებებსა და უნარ-ჩვევებზე, რომლებიც არსებითია ახალ სამუშაო ადგილზე იოლი ადაპტაციის, სამუშაო პროცესში ჩართვის, დადებითი პირველი შთაბეჭდილების მოხდენის, თანაგუნდელებთან და კოლეგებთან კეთილგანწყობილი, თანამშრომლობითი ურთიერთობების დამყარებისა და ზოგადად, პროფესიული კარიერის უმტკივნეულოდ დაწყების თვალსაზრისით.
დასაქმების მოძიებისა და სამუშაო პროცესში უმტკივნეულოდ ჩართვისთვის აუცილებელი სოციალური უნარ-ჩვევები არ ისწავლება სკოლებში ან უმაღლეს სასწავლებლებში და უფრო მეტად არაფორმალური გზით, სამუშაო გამოცდილებით, ან შესაბამისი სატრენინგო პროგრამების მეშვეობით მიიღება. სწორედ ამ უნარ-ჩვევების გაცნობის და გავარჯიშების, და ახალგაზრდებში სამუშაოსთვის გარკვეული მზაობის შექმნის მიზნით მომზადდა წინამდებარე სახელმძღვანელო.
ზრდასრულთა სწავლების მეთოდების მოკლე სახელმძღვანელო თავდაპირველად შემუშავდა, როგორც „სწავლების მეთოდებისა და ეფექტურობის“ ონლაინ ტრენინგის თანმხლები საკითხავი მასალა. შემდგომში პუბლიკაცია გავამდიდრეთ ინტერაქციული მეთოდოლოგიური მასალის - კერძოდ კი სხვადასხვა თამაშების და სავარჯიშოების, აგრეთვე ჯგუფური დისკუსიის გაძღოლის სხვადასხვა კრეატიული მეთოდების დამატებით, რომელთა გამოყენებითაც მასწავლებლები შეძლებენ თავიანთი მეცადინეობების გამდიდრებას, გახალისებას, სტუდენტების ინტერესისა და მოტივაციის გაძლიერებას და საბოლოო ჯამში სწავლების პროცესის ეფექტურობის ამაღლებას.
წინამდებარე სახელმძღვანელო შემუშავდა პროექტის ცოდნის და უნარების განვითარების ქსელებისა და პლატფორმების გაძლიერება ფარგლებში, რომელსაც ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებენ საქართველოს გაეროს ასოციაცია და საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი. სახელმძღვანელოს მიზანია შეუქმნას მკითხველს ზოგადი წარმოდგენა პროექტის მომზადების, დაფინანსების და მართვის ძირითადი ეტაპების შესახებ, და დაეხმაროს მას სტანდარტული საპროექტო განაცხადის შედგენის პროცესში.
დღესდღეობით, თანამედროვე ტექნოლოგიები გვაძლევს იმის საშუალებას, რომ სასწავლო პროცესი ონლაინ სივრცეშიც ინტერაქტიულად და საინტერესოდ წარვმართოთ და, ამავდროულად, ეს პროცესი უფრო მეტი ადამიანისთვის გავხადოთ ხელმისაწვდომი. მოცემულ სახელმძღვანელოში, რომელიც კოვიდ-19 პანდემიის დროს შეიქმნა, განხილულია უფასო და მარტივად მოსახმარი ციფრული ინსტრუმენტები, რომელთა გამოყენებაც საგრძნობლად ზრდის სასწავლო პროცესის პროდუქტიულობას ონლაინ სწავლების პირობებში.
წინამდებარე ელექტრონული პუბლიკაცია მომზადდა ცვლილებისა და კონფლიქტის მართვის ცენტრი „პარტნიორები - საქართველოს“ მიერ, პროექტის "ცოდნის და უნარების განვითარების ქსელებისა და პლატფორმების გაძლიერება" ფარგლებში, რომელსაც ახორციელებდნენ საქართველოს გაეროს ასოციაცია და საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით. სახელმძღვანელოს შინაარსობრივი მხარე განისაზღვრა პროექტის სამიზნე რეგიონების - აჭარის, გურიის, შიდა ქართლის და ქვემო ქართლის პროფესიულ სასწავლებლებში მომუშავე მასწავლებლების აქტიური ჩართულობით. ვიმედოვნებთ, რომ პუბლიკაცია საინტერესო იქნება არა მხოლოდ სხვადასხვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში მომუშავე მასწავლებლებისთვის, არამედ ეფექტური კომუნიკაციის საკითხებით დაინტერესებული ნებისმიერი პირისთვის.
სახელმძღვანელოში თავმოყრილი რამდენიმე მარტივი და პრაქტიკული რჩევა დაგეხმარებათ ეფექტურად მოზიდოთ, ჩართოთ და მართოთ თქვენი მოხალისეები და შეძლოთ საქმიანობის შეუფერხებელი გაგრძელება, როდესაც ისინი დატოვებენ ორგანიზაციას. სახელმძღვანელო განკუთვნილია პირველ რიგში მათთვის, ვინც უშუალოდ პასუხისმგებელია მოხალისეთა მართვასა და კოორდინაციაზე; იგი აგრეთვე გამოადგება ორგანიზაციების ხელმძღვანელებსა და რიგით თანამშრომლებს, რომლებსაც უწევთ მოხალისეებთან ყოველდღიური ურთიერთობა.
სხვადასხვა ტიპის შეხვედრებს ჩვენი საქმიანი ცხოვრების საკმაო დრო მიაქვს, რადგან სწორედ ასე, ჯგუფური შეხვედრების და მსჯელობების შედეგად ვიღებთ გადაწყვეტილებებს, ვგეგმავთ ქმედებებს და საბოლოო ჯამში ვაკეთებთ საქმეს, რომელსაც ვემსახურებით. ფასილიტაციის სახელმძღვანელო დაგეხმარებათ დაგეგმოთ და წარმართოთ საქმიანი შეხვედრა ისე, რომ ის საინტერესო, სახალისო და მაქსიმალურად შედეგიანი გახდეს.
გამოცემა მომზადებულია საქართველოს გაეროს ასოციაციის "ეროვნული ინტეგრაციისა და ტოლერანტობის პროგრამის" ფარგლებში აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით. პუბლიკაციის მიზანი იყო პროგრამის ახალგაზრდა ბენეფიციარებისთვის (მათ შორის ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებისთვის) მრავალფეროვნების, ტოლერანტობის და ეროვნული ინტეგრაციის ცნებების გაცნობა, აგრეთვე მრავალფეროვნების მართვის ტრენინგის მსმენელთათვის დამატებითი საკითხავი მასალის შეთავაზება.
პუბლიკაცია მომზადდა პროექტის "განათლება - ადგილობრივი განვითარების ინსტრუმენტი. განათლების დეცენტრალიზაციის ხელშეწყობა შიდა ქართლის რეგიონში" ფარგლებში. პროექტი განხორციელდა პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლონური დახმარების 2009 წლის პროგრამის დაფინანსებით. გამოცემის მიზანი იყო გაგვეცნო ქართველი მასწავლებლებისთვის ექსპერიმენტული საბუნებისმეტყველო გაკვეთილების ჩატარების მეთოდოლოგია და შეგვეთავაზებინა მაქსიმალურად მარტივი და ეფექტური ექსპერიმენტების აღწერა, რომლებიც დაეხმარებოდა მათ ბიოლოგიის, ქიმიის და ფიზიკის გაკვეთილების გახალისებაში, მოსწავლეთა დაინტერესებასა და მოტივირებაში.
კრებულის მეორე გამოცემის მიზანია მიაწოდოს ახალგაზრდა თაობის წარმომადგენლებს კონფლიქტების მოგვარებასთან დაკავშირებული საინტერესო საკითხავი მასალა. კრებული შეიქმნა ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADA), Care Austria და British Petroleum-ის ფინანსური მხარდაჭერით, პროექტის "კონფლიქტის პრევენცია ახალგაზრდებში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების საშუალებით" ფარგლებში, და მასში შესულია ბორჯომის, ახალციხის, ადიგენისა და წალკის საჯარო სკოლების მოსწავლეთა მიერ, კონფლიქტის თემაზე მომზადებული ნახატები და მოკლე მოთხრობები. ვიმედოვნებთ, რომ „ნეკი ნეკისა, შერიგებისა...“ გამოადგება არა მხოლოდ მოზარდებს, არამედ კონფლიქტის მართვის და მოგვარების საკითხებით დაინტერესებულ ნებისმიერ მკითხველს.
კრებულში მოცემული რეკომენდაციები დაეხმარება მომსახურების სფეროში მომუშავე ადამიანებს აიმაღლონ კლიენტის მომსახურების კულტურა და შედეგად შეძლონ მეტი მადლიერი კლიენტის მოზიდვა და შენარჩუნება.