ელექტრონული ფოსტით სარგებლობის ეტიკეტი

თანამედროვე ხელმძღვანელები თვლიან, რომ მიწერა გაცილებით სჯობს ტელეფონით დარეკვას, რადგან ტელეფონით კომუნიკაცია ზოგჯერ გართულებულია და დამახინჯებული. საკმაოდ ხშირად სატელეფონო საუბრის დროს ადამიანებს უჭირთ ერთმანეთის მოსმენა და ნათქვამის კორექტულად გაგება. შედეგად, იმის მაგივრად, რომ პრობლემა მოგვარდეს - ახალი სირთულეები ჩნდება. ელფოსტით ან მესენჯერით ურთიერთობა უფრო ნათელია და ეფექტურიც, მითუმეტეს, რომ ყოველთვის გრჩებათ საუბრის ზუსტი წერილობითი ასახვა, რაც დაგეხმარებათ შესაძლო გაუგებრობებისა და პრეტენზიების თავიდან აცილებაში.

ვრცლად

სამუშაო ეთიკა

თანამედროვე დამსაქმებელი უფრო მეტს მოელის თანამშრომლისგან, ვიდრე მხოლოდ პრესტიჟული უნივერსიტეტის დიპლომია. დამსაქმებლებს სურთ დაინახონ თანამშრომელში მოტივაცია, საქმისადმი ერთგულება და „მე ამას შევძლებ“ დამოკიდებულება. თანამშრომლისგან ელიან მაღალი დონის, ძლიერ სამუშაო ეთიკას. ელიან, რომ ის იქნება სანდო და პასუხისმგებლობიანი, შეასრულებს საქმეს დათქმულ ვადებში, ადეკვატურად მოიქცევა სამუშაო შეხვედრების დროს, წარმატებით შეძლებს სხვადასხვა ტიპის ადამიანებთან კომუნიკაციას და დადებითი სამუშაო ურთიერთობების შენარჩუნებას, ეცოდინება, როგორ გაანაწილოს პრიორიტეტები და ჭკვიანურად გამოიყენოს საკუთარი სამუშაო დრო, იმუშავებს ნაყოფიერად და ხარისხიანად როგორც ინდივიდუალურად, ისე გუნდში, გამოიჩენს ინიციატივას, თუმცა იმავდროულად იქნება მზად მიიღოს სხვების რჩევები, ისწავლოს და განვითარდეს.

ვრცლად

რა არის და რაში გვჭირდება კრიტიკული აზროვნება?

კრიტიკულად მოაზროვნე ადამიანები გამოავლენენ, აანალიზებენ და წყვეტენ პრობლემებს სისტემურად და არა ინტუიციურად ან ინსტინქტურად. კრიტიკულად აზროვნებისას თქვენ მუდმივად ეჭვს ქვეშ აყენებთ თითქოსდა თავისთავად ცხად მოცემულობას. ინფორმაციით გადავსებულ დღევანდელ რეალობაში, კრიტიკული აზროვნება უბიძგებს ადამიანს არ ენდოს ბრმად ჭორებს, ტელევიზორში მოსმენილსა თუ ინტერნეტში წაკითხულს, გააანალიზოს და გადაამოწმოს ინფორმაცია, გამიჯნოს სანდო წყაროები დეზინფორმაციისა და პროპაგანდისგან, და საბოლოო ჯამში მიიღოს საკუთარი ინფორმირებული გადაწყვეტილება ან უბრალოდ იქონიოს საკუთარი მოსაზრება.  

ვრცლად