ჩვენ ვართ “პარტნიორები – საქართველო” - არაკომერციული, არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლის ძირითადი მიზანია მედეგი, ტოლერანტული და ინკლუზიური სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბების ხელშეწყობა მშვიდობიანი და კონსტრუქციული დიალოგისა და დემოკრატიული ღირებულებების დამკვიდრების გზით.
ამ მიზნის მისაღწევად, 1996 წლიდან დღემდე, აქტიურად ვმუშაობთ ორგანიზაციული მართვისა და განვითარების, საზოგადოებრივი ორგანიზაციების შესაძლებლობების გაზრდის, ახალგაზრდების განვითარებისა და ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერების საკითხებზე. ამ პროცესში, ჩვენი წამყვანი საქმიანობაა სხვადასხვა მიზნობრივი ჯგუფებისთვის, მათ უნიკალურ მოთხოვნებსა და საჭიროებებზე სრულად მორგებული, სხვადასხვა სოციალური, საქმიანი თუ პიროვნული უნარ-ჩვევების განვითარებაზე მიმართული, მაღალხარისხიანი სატრენინგო და საკონსულტაციო მომსახურების შეთავაზება.
ჩვენ ვმუშაობთ საზოგადოებრივ და სათემო ორგანიზაციებთან და საინიციატივო ჯგუფებთან, ახალგაზრდებთან, ბიზნეს კომპანიებთან, საჯარო მოხელეებთან და ყველა სხვა დაინტერესებულ ჯგუფთან, ვისაც სურს გაიუმჯობესოს ორგანიზაციული მართვის, ლიდერობის, სტრატეგიული დაგეგმვის, კონფლიქტების მართვის, პიროვნებათშორისი კომუნიკაციის, საჯარო გამოსვლებისა და პრეზენტაციების, მოლაპარაკების წარმოების, მომხმარებელთან ურთიერთობის, სამოქალაქო ინტერესების დაცვის და კიდევ სხვა მრავალი პიროვნული თუ საქმიანი უნარ-ჩვევა.