პარტნიორები-საქართველო PartnersGlobal ქსელის წევრია, რომელიც ადგილობრივი რესურსების შექმნის და გაძლიერების გზით ხელს უწყობს კონფლიქტების მოგვარებას, მოქალაქეთა მონაწილეობას, ნერგავს ეფექტური მმართველობისა და კანონის უზენაესობის პრინციპებს და აძლიერებს სოციალურად დაუცველ ჯგუფებს. დღესდღეობით, პარტნიორების ქსელი - გლობალური პლატფორმაა, რომელიც აერთიანებს მათ მშობლიურ ქვეყნებსა და რეგიონებში კარგად ცნობილ, ავტორიტეტულ საზოგადოებრივ ორგანიზაციებს.
PartnersGlobal-ის ხედვაა მსოფლიო, რომელშიც ყველა ერთად - საზოგადოება, მთავრობები, საზოგადოებრივი თუ ბიზნეს-ორგანიზაციები - ვმუშაობთ, რათა მშვიდობიანად ვახორციელოთ და ვმართოთ ცვლილება. ამ სულისკვეთებით PartnersGlobal ცდილობს წაახალისოს ადგილობრივი ლიდერები, ორგანიზაციები და აქტივობები, და ხელი შეუწყოს ამით ინკლუზიური და სამართლიანი საზოგადოებისთვის მებრძოლ, ცვლილების ინიციატორთა გლობალური ქსელის შექმნას.