#USAID ხუთწლიანი პროგრამა „ერთიანობა მრავალფეროვნებაშია“ აერთიანებს საზოგადოებრივი და კერძო სექტორის წარმომადგენლებს, რათა ერთობლივად დაძლიონ საქართველოს ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების ინტეგრაციასთან დაკავშირებული პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური ტიპის პრობლემები. პროგრამის მიზანია გაზარდოს უმცირესობათა პოლიტიკური მონაწილეობა, გააფართოვოს და განამტკიცოს უმცირესობებისა და უმრავლესობის ურთიერთსასარგებლო საზოგადოებრივი, სამოქალაქო და ეკონომიკური კავშირები, შეამციროს სამოქალაქო და ეკონომიკური ინტეგრაციის ხელისშემშლელი ფაქტორები და ამ ყველაფრის შედეგად გააძლიეროს ქვეყნის საზოგადოების მედეგობა. პროგრამა ცდილობს ხელი შეუწყოს საქართველოს ეროვნული იდენტობის გაფართოებასა და გაძლიერებას და წარმოაჩინოს, რომ მისი ერთიანობა - მის მრავალფეროვნებაშია. პარტნიორები - საქართველოს როლი ამ პროგრამაში ჩართული სხვადასხვა დაინტერესებული მხარეებისთვის, მათ საჭიროებებზე მორგებული სატრენინგო და საკონსულტაციო მომსახურების უზრუნველყოფაშია; განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ახალგაზრდულ ცენტრებთან ასოცირებული ახალგაზრდა ბენეფიციარების მომზადებას სამომავლო სამუშაო კარიერისთვის.
ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტში, ღია საზოგადოების ფონდთან და საქართველოს გაეროს ასოციაციასთან #UNAG ერთად, ვიმუშავეთ პროფესიული სასწავლებლების პედაგოგებსა და ადმინისტრაციასთან, სასწავლო პროცესის და სტუდენტებთან კომუნიკაციის ეფექტურობის გაზრდასა და დისტანციური სწავლების ხარისხის გაუმჯობესებაზე. გარდა ამისა, ვიმუშავეთ პროექტის ახალგაზრდა ბენეფიციარებთანაც, სამუშაოსთვის/დასაქმებისთვის მათი მზაობის ამაღლების მიზნით.
სამწლიანი პროგრამის მიზანი იყო სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მედეგობის გაძლიერება სამოქალაქო სივრცის შეზღუდვის და შევიწროვების პირობებში. პროგრამის ფარგლებში, სლოვაკ კოლეგებთან (Partners for Democratic Change Slovakia #PDCS) ერთად და #PartnersGlobal-ის მიერ შემუშავებული ინოვაციური მეთოდოლოგიით (#Resiliency+ Framework), ვიმუშავეთ ადგილობრივ საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან და დავეხმარეთ მათ ორგანიზაციული მედეგობის გაძლიერებაში.
6 წლის განმავლობაში ვიყავით ჩართული #USAID #PITA პროგრამაში, რომელსაც ახორციელებდა საქართველოს გაეროს ასოციაცია #UNAG პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად და რომელიც მიზნად ისახავდა მეტად ინფორმირებული, ინკლუზიური და ტოლერანტული საზოგადოების მშენებლობისთვის სხვადასხვა დაინტერესებული მხარის ძალისხმევების კონსოლიდირებას. ჩვენი ძირითადი როლი ამ პროგრამაში მოიაზრებდა ახალგაზრდებთან მუშაობას, კერძოდ კი ახალგაზრდა ტრენერების მომზადებას და მათი ქსელური თანამშრომლობის ხელშეწყობას, ახალგაზრდულ კლუბებში გაერთიანებული აქტივისტების შესაძლებლობების გაძლიერებას, და რაც მთავარია, ახალგაზრდების მომზადებას დასაქმებისთვის, მათთვის სპეციალური სამუშაო და სოციალური უნარ-ჩვევების გადაცემის მეშვეობით.
საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის #OSGF სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერისა და ეროვნული ინტეგრაციის პროგრამებთან თანამშრომლობის ფარგლებში, ხუთი წლის განმავლობაში ვმუშაობდით ეთნიკურ უმცირესობათა საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების ინსტიტუციურ გაძლიერებაზე. საერთო ჯამში 25 ორგანიზაციის ორმოცზე მეტ წარმომადგენელს ჩავუტარეთ ტრენინგები და ინდივიდუალური კონსულტაციები მათთვის აქტუალურ სხვადასხვა თემაზე
USAID-ის მიერ დაფინანსებული, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის #EWMI საჯარო პოლიტიკის, ადვოკატირებისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების პროგრამის GPAC ფარგლებში ვიმუშავეთ თბილისსა და რეგიონებში სამოქალაქო ინტერესების დაცვის (ადვოკატირების) მიმართულებით მომუშავე საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და ანალიტიკური ორგანიზაციების შესაძლებლობების განვითარებაზე.
აშშ განვითარების სააგენტოს #USAID მიერ დაფინანსებული პროგრამის Advanced National Integration [ANI] Program ფარგლებში, საქართველოს გაეროს ასოციაციასთან და პროგრამისხვა პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთობლივად გავაგრძელეთ სამოქალაქო ინტეგრაციისა და მრავალფეროვნების საკითხებზე მუშაობა; კერძოდ, ჩვენი ცენტრი ჩართული იყო პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი სატრენინგო პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებაში, ტრენინგების შესაბამისი საკითხავი მასალის მომზადებასა და გამოცემაში და ახალგაზრდა ლიდერთა საზაფხულო ბანაკების ჩატარებაში.
პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს #PolishAid ფინანსური მხარდაჭერით, პოლონეთის პარტნიორებთან #PartnersPolska და ვარშავის კოპერნიკის ცენტრთან #CentrumNaukiKopernik თანამშრომლობით, შიდა ქართლის საჯარო სკოლების საბუნებისმეტყველო საგნების მასწავლებლებს დავეხმარეთ სწავლების მეთოდოლოგიის გაუმჯობესებაში. გამოვეცით შესაბამისი ქართულენოვანი მეთოდოლოგიური სახელმძღვანელო და ვიდეო მასალა მასწავლებლებისთვის.
პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს #PolishAid ფინანსური მხარდაჭერით და პოლონეთის პარტნიორების ცენტრთან #PartnersPolska ერთობლივად, ვიმუშავეთ 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად დაზარალებულ შიდა ქართლის რეგიონში. გავაძლიერეთ გორის, ნიქოზის და ვარიანის ადგილობრივი ორგანიზაციები, რომელთა საქმიანობის პრიორიტეტული მიმართულებები მოიცავდა ლიდერ ქალთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა გააქტიურებასა და მათი ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას.
ოთხი წლის განმავლობაში ვიყავით #USAID-ის მიერ დაფინანსებული #FORECAST პროგრამის პარტნიორები; ამ პროგრამის მეშვეობით გავამდიდრეთ ჩვენი მეთოდოლოგიური არსენალი HICD (ადამიანური და ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარების) ინტეგრირებული მიდგომით, და მისი გამოყენებით ვიმუშავეთ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან, მუნიციპალური სერვისების მომწოდებელთა ასოციაციასთან, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან, საქართველოს იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსთან და სხვა საჯარო დაწესებულებებთან.
British Petroleum-თან #BP სამწლიანი თანამშრომლობის ფარგლებში, ბაქო-ჯეიჰანის ნავთობსადენის გაყოლებაზე არსებული 89 საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოები გავაძლიერეთ საპროექტო განაცხადის მომზადების, გუნდური მუშაობისა და კონფლიქტების მართვის საკითხებში.
აშშ განვითარების სააგენტოს #USAID მიერ დაფინანსებულ, ეროვნული ინტეგრაციის და ტოლერანტობის ოთხწლიანი პროგრამის #NITG ფარგლებში, ჩვენს მეგობარ და პარტნიორ ორგანიზაციასთან, საქართველოს გაეროს ასოციაციასთან ერთად დავიწყეთ აქტიური მუშაობა მრავალფეროვნების მართვის და ეროვნული ერთიანობის გაძლიერების საკითხებზე; პროგრამის ფარგლებში უზრუნველვყოფდით ყველა მიზნობრივი ჯგუფის შესაძლებლობების გაძლიერებაზე მიმართულ საკონსულტაციო და სატრენინგო მხარდაჭერას.
ევროგაერთიანებისგან #EU მიღებული საგრანტო დაფინანსებით, მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიურ ინსტიტუტთან #CIPDD თანამშრომლობით გამოვცადეთ საქართველოში სათათბირო დემოკრატიის / საჯარო ფორუმების მეთოდოლოგია და ხელი შევუწყვეთ რიგითი მოქალაქეების დიალოგს ერთ-ერთ ისეთ მნიშვნელოვან საკითხზე, როგორიცაა კორუფცია და მასთან ბრძოლის ფორმები.
#SavetheChildren-თან და სხვა საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან ერთად შევუერთდით #USAID-ის მიერ დაფინანსებულ, სამოქალაქო ინტერესების დაცვის სამწლიან პროგრამას და ინტენსიურად ვიმუშავეთ საზოგადოებრივი და სათემო ორგანიზაციებისა და მათი კოალიციების შესაძლებლობების გაძლიერებასა და სამოქალაქო ინტერესების დაცვის (ადვოკატირების) და კოალიციური თანამშრომლობის უნარ-ჩვევების განვითარებაზე.
აშშ სახელმწიფო დეპარტამენტისა #statedept და პარტნიორების საერთაშორისო ოფისის #PDCI ფინანსური მხარდაჭერით, სამხრეთ კავკასიის ახალგაზრდა ლიდერ ქალთა ინსტიტუტის პროგრამის მეშვეობით რეგიონის ახალგაზრდა აქტიური ქალები გავაძლიერეთ.
აშშ საინფორმაციო სააგენტოს #USIA და პარტნიორების საერთაშორისო ოფისის #PDCI ფინანსური მხარდაჭერით, ორწლიანი პროგრამის ფარგლებში ვიმუშავეთ ქართველ, სომეხ და აზერბაიჯანელ ქალებში ლიდერობის და ტრენერობის უნარ-ჩვევების განვითარებასა და მათ შორის ქსელური თანამშრომლობის ხელშეწყობაზე.