პარტნიორები-საქართველო გთავაზობთ გუნდის შეკვრის მომსახურებას. ამ მომსახურებით სარგებლობა შეუძლია ნებისმიერ ორგანიზაციას, რომელსაც სურს თავისი თანამშრომლების ერთ გუნდად შეკვრა, მათი მოტივირება, წახალისება ან ორგანიზაციისთვის მნიშვნელოვანი თარიღის სახალისოდ და საინტერესოდ აღნიშვნა.
გუნდის შეკვრის ღონისძიება იგეგმება უნიკალურად თითოეული ორგანიზაციისთვის. ამ პროცესში გათვალისწინებულია ორგანიზაციის სპეციფიკა, ღირებულებები, სურვილები და საჭიროებები. კონკრეტული სიტუაციიდან გამომდინარე, ღონისძიების ხანგრძლივობა შეიძლება იყოს როგორც რამდენიმე საათი, ასევე რამდენიმე დღე.
ღონისძიების დროს შემოთავაზებული გუნდური აქტივობები მიზნად ისახავს გუნდური მუშაობის პრინციპების გაცნობიერებას, გუნდის მოტივაციის, სულისკვეთების და თანამშრომლობის გაძლიერებას, მონაწილეებში პოზიტიური და მეგობრული ატმოსფეროს შექმნას და საბოლოო ჯამში, გუნდის პროდუქტიულობის გაუმჯობესებას.
ჩვენს მიერ ორგანიზებული გუნდის შეკვრის ღონისძიებები ეხმარება მონაწილეებს დაისვენონ და გაერთონ, ჩამოაყალიბონ ნდობა ერთმანეთის მიმართ, გააუმჯობესონ ერთმანეთთან კომუნიკაციის ხარისხი და გააცნობიერონ ინდივიდუალური წვლილის მნიშვნელობა საერთო შედეგების მიღწევის საქმეში.
ღონისძიების განმავლობაში მონაწილეები ერთ გუნდად მუშაობენ სხვადასხვა ამოცანების შესრულებაზე, აზროვნებენ შემოქმედებითად და იღებენ გუნდურ გადაწყვეტილებებს.