ელექტრონული ფოსტით სარგებლობის ეტიკეტი
თანამედროვე ხელმძღვანელები თვლიან, რომ მიწერა გაცილებით სჯობს ტელეფონით დარეკვას, რადგან ტელეფონით კომუნიკაცია ზოგჯერ გართულებულია და დამახინჯებული. საკმაოდ ხშირად სატელეფონო საუბრის დროს ადამიანებს უჭირთ ერთმანეთის მოსმენა და ნათქვამის კორექტულად გაგება. შედეგად, იმის მაგივრად, რომ პრობლემა მოგვარდეს - ახალი სირთულეები ჩნდება. ელფოსტით ან მესენჯერით ურთიერთობა უფრო ნათელია და ეფექტურიც, მითუმეტეს, რომ ყოველთვის გრჩებათ საუბრის ზუსტი წერილობითი ასახვა, რაც დაგეხმარებათ შესაძლო გაუგებრობებისა და პრეტენზიების თავიდან აცილებაში.