კრიტიკულად მოაზროვნე ადამიანები გამოავლენენ, აანალიზებენ და წყვეტენ პრობლემებს სისტემურად და არა ინტუიციურად ან ინსტინქტურად. კრიტიკულად აზროვნებისას თქვენ მუდმივად ეჭვს ქვეშ აყენებთ თითქოსდა თავისთავად ცხად მოცემულობას. ინფორმაციით გადავსებულ დღევანდელ რეალობაში, კრიტიკული აზროვნება უბიძგებს ადამიანს არ ენდოს ბრმად ჭორებს, ტელევიზორში მოსმენილსა თუ ინტერნეტში წაკითხულს, გააანალიზოს და გადაამოწმოს ინფორმაცია, გამიჯნოს სანდო წყაროები დეზინფორმაციისა და პროპაგანდისგან, და საბოლოო ჯამში მიიღოს საკუთარი ინფორმირებული გადაწყვეტილება ან უბრალოდ იქონიოს საკუთარი მოსაზრება.