|
|
|
ახალი ამბები
10.04.2007 -
პარტნორები-საქართველო საზოგადოებრივი ინვესტიციის პროგრამის ფარგლებში ტრენინგების ციკლს ჩაატარებსპარტნორები-საქართველო 2007 წლის მარტიდან ივნისის ჩათვლით, საზოგადოებრივი ინვესტიციის პროგრამის ფარგლებში (რომელსაც ახორციელებს ქეა საერთაშორისო საქართველოში) ჩაატარებს ტრენინგების ციკლს თემაზე “კონფლიქტის მართვა”. ტრენინგები ტარდება აღმოსავლეთ საქართველოს სათემო კავშირების წარმომადგენლებისა და სკოლებში ჩამოყალიბებულ მზრუნველთა საბჭოს წევრებისათვის. სათემო კავშირების წარმომადგენლები გაეცნობიან კონფლიქტის ანალიზის ერთ-ერთ ინსტრუმენტს - “DO NO HARM”-ს, რომელიც გამოიყენება თემში დაგეგმილი პროექტების განხორციელებისას მოსალოდნელი ზეგავლენის გასაანალიზებლად.
|
29.03.2007 -
გამოვიდა ”ნეკი ნეკისა, შერიგებისა” - მეორე გამოცემაპირველი გამოცემის ხუთი წლის თავზე გამოვიდა პარტნიორები-საქართველოს პუბლიკაციის ”ნეკი ნეკისა, შერიგებისა- კონფლიქტების მართვის საფუძვლები მოზარდებისათვის” მეორე გამოცემა, რომელიც ავსტრიის განვითარების სააგენტოს, ბრიტიშ პეტროლიუმისა და ქეა-ავსტრიის ფინანსური მხარდაჭერით დაიბეჭდა. კონფლიქტების მართვის თეორიასა და პრაქტიკასთან ერთად, გამოცემაში შევიდა ბორჯომის, ახალციხის, ადგიენის და წალკის საჯარო სკოლების მიერ კონფლიქტების მართვის თემაზე მომზადებული ნახატები და მოკლე მოთხრობები.
|
12.03.2007 -
პარტნიორები-საქართველოს რჩევები კლიენტის ეფექტური მომსახურებისათვისგამოვიდა პარტნიორები-საქართველოს ახალი პუბლიკაცია სახელწოდებით ”როგორ ვაქციოთ მყიდველი ერთგულ კლიენტად - რჩევები კლიენტის ეფექტური მომსახურებისათვის”. პუბლიკაციაში შეთავაზებული რეკომენდაციები ხელს შეუწყობს მომსახურების სფეროში მომუშავე ადამიანებს, რეალურად აიმაღლონ კლიენტის მომსახურების კულტურა და, შესაბამისად, უკეთ მოიზიდონ ისინი.
|
6.03.2007 -
თეა გველესიანი და მილენა მითაგვარია ვარშავაში კოსოვოელ, ტაჯიკ და ქართველ ქალებს ლიდერობის ტრენინგს ჩაუტარებენთეა გველესიანი და მილენა მითაგვარია 2007 წლის 15–23 მარტს, ვარშავაში, პარტნიორები – საქართველოსა და პარტნიორები – პოლონეთის ფონდის ერთობლივი პროგრამის “ქალი ლიდერები თემის სოციალური და ეკონომიკური განვითარებისთვის“ ფარგლებში ჩაატარებენ ლიდერობის სამდღიან ტრენინგს კოსოვოს, ტაჯიკეთისა და საქართველოს 32 აქტივისტი ქალისთვის. ტრენინგის შემდეგ მოეწყობა 4 დღიანი სასწავლო ტური, რომლის დროს პროგრამის მონაწილეებს მიეცემათ შესაძლებლობა ეწვიონ პოლონეთის სხვადასხვა ქალაქებში არსებულ ქალთა ორგანიზაციებს და გაიზიარონ მათი ლიდერების გამოცდილება.
|
23.02.2007 -
სოფიკო შუბლაძე და თინა ასათიანი ბრიტანელ, გერმანელ, პოლონელ, სომეხ და აზერბაიჯანელ ტრენერებს მოამზადებენბრიტანულმა ორგანიზაციამ ”ევროპის უმცირესობები” და ქართულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ ”მშვიდობის განვითარების აკადემია”, თავიანთი ერთობილივი პროგრამის ფარგლებში პარტნიორები-საქართველოს მიმართეს, რათა მან პროგრამის პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები კონფლიქტების მართვის ტრენერებად მოამაზადოს. ტრენინგ-პროგრამა 18-25 მარტს ჩატარდება და მას სოფიკო შუბლაძე და თინა ასათიანი გაუძღვებიან, ხოლო მონაწილეები იქნებიან ისეთი ქვეყნებიდან, როგორიცაა დიდი ბრიტანეთი, გერმანია, პოლონეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი და საქართველო.
|
22.02.2007 -
პარტნიორები-საქართველო განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთვის სოციალურ მუშაკებს მოამზადებსლელა გიორგობიანი და ვაჟა კვერნაძე განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაქვემდებარებაში მომუშავე სოციალურ მუშაკებსა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს ტრენერებად მოამზადებენ. პარტნიორები-საქართველომ კონტრაქტი ევროკავშირის ბავშვთა კეთილდღეობის რეფორმის ხელშეწყობის 2 წლიანი პროექტის ფარგლებში მიიღო. სათანადო მომზადების შემდეგ ტრენინგის მონაწილეებს მოუწევთ ბავშვისა და ოჯახის, ბავშვთა კეთილდღეობის და სოციალური სამუშაოს საკითხებზე ტრენინგ-სემინარების ჩატარება სახელმწიფო სექტორში ამ სფეროში მომუშავე პროფესიონალებისთვის, და, აგრეთვე, მასწავლებლების, პოლიციის თანამშრომლების, პირველადი ჯანდაცვის მუშაკებისა და მედიის წარმომადგენლებისათვის.
|
19.02.2007 -
მრავალფეროვნების მართვის ტრენინგები საგრანტო კონკურსის მონაწილე არასამთავრობო ორგანიზაციებისათვისდღეს, 19 თებერვალს დაიწყო და 23 თებერვლამდე გასტანს ტრენინგები მრავალფეროვნების მართვაში იმ არასათავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის, რომლებიც ევრაზიის მიერ გამოცხადებული ეროვნული ინტეგრაციისა და ტოლერანტობის საგრანტო კონკურსში მიიღებენ მონაწილეობას. კონკურსი ამავე სახელწოდების პროგრამის ფარგლებში გამოცხადდა, რომელსაც საქართველოს გაეროს ასოციაცია USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად. პარტნიორები-საქართველოს როლი პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი ტრენინგების ორგანიზებასა და ჩატარებაში მდგომარეობს.
|
12.02.2007 -
ტრენინგი მედიაციასა და ფასილიტაციის თემაზე ახალციხეშიპარტნიორები-საქართველოს ტენერებმა 2007 წლის 2-7 თებერვალს ახალციხეში ჩაატარეს ტრენინგი ფასილიტაციასა და მედიაციაში. პროექტი “კონფლიქტის პრევენცია, გარემოს დაცვის მიმართ ახალგაზრდობის ცნობიერების ამაღლების გზით” (COPE) რომლის ფარგლებში ეს ტრენინგი ჩატარდა, CARE-ისა და პარტნიორები-საქართველოს მიერ ერთობლივად 2006 წლის მაისიდან ხორციელდება. პროექტის ფარგლებში დაგეგმილი საქმიანობა ბორჯომში, ახალციხეში, ადიგენში და წალკაში მიმდინარეობს. კიდევ ერთი ტრენინგი მარტის დასაწყისისათვის არის დაგეგმილი და იგი წალკაში ჩატარდება.
|
15.01.2007 -
სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი და პარტნიორები-საქართველო ზუგდიდში უმუშევრებს გაატრენინგებენსამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი ქალაქ ზუგდიდში ახორციელებს პროგრამას მცირე ბიზნესის განვითარებისა და უმუშევრობის დაძლევის პროგრამას, რომლის ფარგლებშიც პარტნიორები-საქართველო სამუშაოს მაძიებლებს ჩაუტარებს ტრენინგებს. სულ 3 ჯგუფს ჩაუტარდება ტრენინგი თემაზე ”კლიენტის ეფექტური მომსახურება”. ამ და სხვა საკითხებზე ჩატარებულ ტრენინგებში აქტიური მონაწილეობის შემდეგ მათ დახმარებას გაუწევენ ადგილობრივ ბიზნეს-კომპანიებში სამუშაოს მოძებნაში.
|
9.01.2007 -
მრავალფეროვნების მართვა საზოგადოებრივი მაუწყებელის ჟურნალისტებისათვისპარტნიორები-საქართველო და გაეროს ასოციაცია შეთანხმდნენ, რომ ორგანიზებას გაუწევენ ტრენინგ-პროგრამას თემაზე ”მრავალფეროვნების მართვა” საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელის ჟურნალისტებისა და პროდიუსერებისათვის. ტრენინგი ჩატარდება 1-3 თებერვალს, ეროვნული ინტეგრაციისა და ტოლერანტობის პროექტის ფარგლებში.
|
25.12.2006 -
ჩატარდა ტრენინგები მაგთიკომის პერსონალისათვისმაგთიკომმა თავისი გაყიდვების ოფისების თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით პარტნიორები-საქართველოს მიმართა. სულ 60-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა მომხმარებელთან ურთიერთობისა და ეფექტური გაყიდვების თემაზე ჩატარებულ ტრენინგებში. მაგთიკომი პარტნიორები-საქართველოს კლიენტია 2005 წლიდან.
|
18.11.2006 -
საერთაშორისო ქსელის წევრების შეხვედრა სლოვაკეთში12-15 ნოემბერს პარტნიორების საერთაშორისო ქსელის წევრი ორგანიზაციების წარმომადგენელთა ყოველწლიური შეხვედრა გაიმართა ბრატისლავაში (სლოვაკეთი). პარტნიორები-საქართველოს შეხვედრაზე ორგანიზაციის ფინანსური მენეჯერი ანი ქობალია წარმოადგენდა.
|
pages: 1 |
2 |
3 |
4 |
5 |
6 |
7 |
8 |
9 |
10 |
11 |
12 |
|
|
|