|
ENG | GEO
|
19 აპრილი, 2024 |
|
|
|
ახალი ამბები
10.09.2018 -
გაყიდვების ტრენინგი იულიუს მაინლის თანამშრომლებისათვის7-9 სექტემბერს, კომპანია Julius Meinl-ის გაყიდვების მენეჯერებისათვის, პარტნიორები-საქართველოს ტრენერ-კონსულტანტმა ნათია გოფოძემ გაყიდვების ტრენინგი ჩაატარა. ტრენინგის მიზანს მონაწილეების ეფექტური მომსახურებისა და გაყიდვების უნარების გაძლიერება წარმოადგენდა.
|
21.06.2018 -
შემოქმედებითი უნარების გაძლიერების ტრენინგიღია საზოგადოების ფონდის ეროვნული ინტეგრაციის პროგრამის ინიციატივითა და ფინანსური მხარდაჭერით, ეთნიკური უმცირესობების საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და სამოქალაქო აქტივისტების შესაძლებლობების გაძლიერების პროგრამის ფარგლებში, 19-22 ივნისს პარტნიორები - საქართველოს ტრენერები თეა გველესიანი და თეა ბულია უძღვებიან შემოქმედებითი უნარების განვითარების ოთხდღიან ტრენინგს. ტრენინგის მთავარი ამოცანაა მონაწილეთა შემოქმედებითი უნარ-ჩვევების გაძლიერება, რათა მათ შესაბამისი ტექნიკებისა და მეთოდოლოგიების გამოყენებით შეძლონ ინოვაციური, ორიგინალური პროექტების და სოციალური კამპანიების დაგეგმვა და განხორციელება. ტრენინგის მონაწილეები საქართველოში მოქმედი, ეთნიკურ უმცირესობათა ორგანიზაციების და საინიციატივო ჯგუფების წარმომადგენლები არიან. ტრენინგი ტარდება ბორჯომში, სასტუმრო "ქროუნ პლაზაში".
|
13.05.2018 -
ტრენინგები ეთნიკური უმცირესობების ორგანიზაციებთან ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს“ ინიციატივითა და ფინანსური მხარდაჭერით, ეთნიკური უმცირესობების საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და სამოქალაქო აქტივისტების შესაძლებლობების გაძლიერების პროგრამის ფარგლებში, 8-11 მაისს პარტნიორები-საქართველოს ტრენერები ეფექტური კომუნიკაციის თემაზე ოთხდღიან ტრენინგს უძღვებოდნენ. ტრენინგის მთავარი ამოცანა იყო მონაწილეთა შესაძლებლობების გაძლიერება სხვადასხვა დაინტერესებულ მხარესთან (დონორებთან, მხარდამჭერებთან, ადგილობრივ მოსახლეობასთან და ხელისუფლებასთან, მედიასთან და ა.შ.) შედეგზე ორიენტირებული, კონსტრუქციული კომუნიკაციის წარმოებისთვის. ტრენინგის მონაწილეები საქართველოში მოქმედი, ეთნიკურ უმცირესობათა ორგანიზაციების და საინიციატივო ჯგუფების წარმომადგენლები იყვნენ. ტრენინგი ჩატარდა ბორჯომში, სასტუმრო „ბორჯომი-ლიკანში“.
|
28.04.2018 -
ფასილიტაციის ტრენინგი DVV-ში23-27 აპრილს, DVV International - საქართველოს ოფისის ინიციატივითა და ფინანსური მხარდაჭერით, პარტნიორები-საქართველოს ტრენერები ლელა გიორგობიანი და ნათია გოფოძე უძღვებოდნენ ხუთდღიან ტრენინგს თემაზე "მოდერაციის და ფასილიტაციის უნარები". ტრენინგში მონაწილეობა მიიღო 15-მა ახალგაზრდამ თბილისიდან და საქართველოს რეგიონებიდან. ტრენინგის პირველი სამი დღე დაეთმო საჯარო დისკუსიებისა და დებატების გაძღოლის უნარების გავარჯიშებას, შესაბამისი ტექნიკების გაცნობასა და თეორიული ცონდის მიღებას, ხოლო მომდევნო ორი დღის განმავლობაში მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ პრაქტიკულად გაეღრმავებინათ ტრენინგის ფარგლებში მიღებული ცოდნა-გამოცდილება. ტრენინგის დასასრულს მონაწილეებს გადაეცათ სპეციალური სერტიფიკატები.
|
26.03.2018 -
სამუშაოსთვის მზაობის ტრენინგების ციკლი დაიწყო16-18 მარტს თსუ-ის ახალგაზრდულ ცენტრში, ხოლო 23-25 მარტს ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლაში, პროგრამა PITA-ას ფარგლებში, რეგიონებიდან და თბილისიდან სპეციალურად შერჩეული ახალგაზრდა ლიდერებისათვის ჩატარდა სამუშაოსათვის მზაობის ციკლის პირველი ტრენინგები თემაზე "ზეპირი და წერითი კომუნიკაცია სამუშაო გარემოში".
|
12.03.2018 -
ილიაუნის ტუტორების ტრენინგი
10-11 მარტს PITA-ს ფარგლებში, პარტნიორები-საქართველოს ტრენერ-კონსულტანტები თეა გველესიანი და თეა ბულია ატარებდნენ ტრენინგს თემაზე "მრავალფეროვნების მართვა, ტოლერანტობა და მოხალისეობა". ტრენინგში, რომელიც წყნეთში, ბაქსვუდის სკოლის ტრენინგ-ცენტრში ჩატარდა, ილიაუნის 24 ახალგაზრდა ტუტორი მონაწილეობდა.
|
4.03.2018 -
საჯარო გამოსვლის ტრენინგი ნოტარიუსთა პალატაში26 თებერვლიდან 3 მარტამდე ტრენერ-კონსულტანტები ლელა გიორგობიანი და თეა გველესიამი უძღვებოდნენ ტრენინგს ნოტარიუსთა პალატის გამგეობის წევრებისათვის თემაზე "ეფექტური საჯარო გამოსვლა".
|
7.02.2018 -
TOT ნიკორა ტრეიდის თანამშრომლებისათვისნიკორა-ტრეიდის ტრენერების ტრენინგი (TOT) 6 თებერვალს დაიწყო და 4 სრულ დღეს გაგრძელდება. ტრენინგში ნიკორა-ტრეიდის 18 თანამშრომელი მონაწილეობს და მას პარტნიორები-საქართველოს ტრენერ-კონსულტანტი თეა გველესიანი უძღვება.
|
28.01.2018 -
ტრენინგები ბაქსვუდის სკოლაში26-27 იანვარს, პარტნიორები-საქართველოს ტრენერ-კონსულტანტმა, თეა გველესიანმა ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლა - თბილისის ჰაუსმასტერებისათვის ჩაატარა ტრენინინგი, რომლის მიზანსაც ჯგუფის მუშაობის ეფექტური გაძღოლისა და ტრენერობის მეთოდების შესწავლა წარმოადგენდა.
|
26.01.2018 -
საზოგადოებასთან კომუნიკაციის ტრენინგი23-25 იანვარს პარტნიორები-საქართველოს ტრენერებმა თეა ბულიამ და თეა გველესიანმა სასტუმრო "ტიფლისში" ჩაატარეს ტრენინგი PITA-ს ახალგაზრდული ცენტრების კოორდინატორებისთვის და პარტნიორი საზოგადოებრივი ორგანიზაციების სხვა წარმომადგენელებისათვის თემაზე "საზოგადოებასთან კომუნიკაცია". პროგრამა PITA ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის მიერ, USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით. პროგრამის საგანმანათლებლო-სატრენინგო კომპონენტს პარტნიორები-საქართველო უძღვება.
|
1.12.2017 -
მენტორობის ტრენინგი ცესკოში27-30 ნოემბერს, პარტნიორები-საქართველოს ტრენერები ლელა გიორგობიანი და თეა გველესიანი ცესკოს თანამშრომლებთან მუშაობდნენ. ტრენინგი თემაზე "თანამშრომელთა მენტორობა და სწავლება" საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 25-მდე წარმომადგენელმა წარმატებით გაიარა. ტრენინგის მონაწილეები იყვნენ ცესკოს ყველა დეპარტამენტის და განყოფილების უფროსები, ცესკოს პრეს-სპიკერი, ინფორმაციული უსაფრთხოების მენეჯერი, ასევე სსიპ “საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის“ დირექტორი და მისი მოადგილე.
|
20.11.2017 -
ტრენინგები საბაგიროებისა და მეტროპოლიტენის მოლარეებისათვის19 ნოემბერს დაიწყო ტრენინგი თემაზე „ეფექტური მომსახურება“ მუნიციპალური ტრანსპორტის პრობლემური ბარათების მომსახურების მოლარე-ოპერატორებისთვის. 28 ნოემბრიდან 1 დეკემბრამდე კი, მუშაობა გაგრძელდება საბაგიროებისა და მეტროპოლიტენის 30-ზე მეტ მოლარესთან. "მეტრო სერვის პლუსის" დაკვეთით ტრენინგებს უძღვება პარტნიორები-საქართველოს ტრენერ-კონსულტანტი ნათია გოფოძე.
|
4.11.2017 -
ტრენინგები ომეგა-მოტორსშიპარტნიორები-საქართველოს ტრენერ-კონსულტანტი თეა გველესიანი 31 ოქტომბრიდან 3 ნოემბრამდე ომეგა-მოტორსთან მუშაობდა. კერძოდ, კომპანიის 20-მა თანამშრომელმა წარმატებით გაიარა ტრენინგი თემაზე "მომსახურება და გაყიდვები".
|
27.10.2017 -
ტრენინგები ჯეო-ქიდსის პერსონალისათვის11, 12, 25 და 26 ოქტომბერს, პარტნიორები-საქართველოს ოფისმა გეო-ქიდსის თანამშრომლებს უმასპინძლა. მათთვის ტრენინგებს ნათია გოფოძე უძღვებოდა თემაზე "ეფექტური მომსახურება".
|
17.10.2017 -
ტრენინგები PITA-ს საგრანტო პროგრამის გამარჯვებულებისათვის17-19 ოქტომბერს, პარტნიორები-საქართველოს ტრენერები თეა გველესიანი და თეა ბულია ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის (PITA) ფარგლებში ატარებენ ტრენინგს თემაზე: "მრავალფეროვნების მართვა". ტრენინგის მონაწილენი სახალხო დამცველის ოფისთან არსებული ეთნიკურ და რელიგიურ უმცირესობათა საბჭოების წევრები და სამოქალაქო სექტორის ის წარმომადგენლები არიან, რომელთაც PITA-ს პროგრამის ფარგლებში, ტოლერანტობის და მრავალფეროვნების საკითხების ადვოკატირებისათვის მოიპოვეს გრანტები.
|
10.07.2017 -
გაყიდვების ტრენინგი "ირაოს" თანამშრომლებისათვის3-5 და 6-8 ივლისს პარტნიორები-საქართველოს ოფისმა სადაზღვევო კომპანია "ირაოს" თანამშრომლების ორ ჯგუფს უმასპინძა. მათთვის ტრენინგებს სატელეფონო მომსახურებისა და გაყიდვების თემაზე თეა გველესიანი და ლელა გიორგობიანი ატარებდნენ.
|
2.07.2017 -
გუნდის შეკვრის ღონისძიება BIG-ისათვის1 ივლისს პარტნიორები-საქართველომ მიკროსაფინანსო ორგანიზაცია BIG-ის თანამშრომლებისათვის გუნდური მუშაობის თემაზე კორპორატიული ღონისძიება ჩაატარა. ტრენერებმა ბიაიჯისთვის გუნდურ თანამშრომლობაზე მიმართული, სხვადასხვა ღონისძიებებისაგან შემდგარი სპეციალური პროგრამა შეიმუშავეს, რომლის მიზანიც გუნდური მუშაობის ხელშეწყობა, გუნდის წევრებს შორის კომუნიკაციის, ფუნქციების გადანაწილებისა და სხვა უნარების გაუმჯობესება იყო. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს BIG-ის ყველა რგოლის თანამშრომლებმა. ღონისძიებას იყალთოში სასტუმრო "სავანეთი" მასპინძლობდა.
|
14.06.2017 -
ტრენინგები ბათუმში ფონდ "ღია საზოგადოება - საქართველოს" დაკვეთით15-18 ივნისს, ქალაქ ბათუმში, ფონდი ღია საზოგადოება - საქართველოს მიერ დაფინანსებული და ორგანიზებული „ეთნიკური უმცირესობების საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და სამოქალაქო აქტივისტების შესაძლებლობების გაძლიერების“ პროგრამის ფარგლებში, პარტნიორები-საქართველოს ტრენერები ნათია გოფოძე და თეა ბულია გაუძღვებიან ოთხდღიან ინტენსიურ ტრენინგს, რომელიც მოიცავს ორგანიზაციული მართვისა და განვითარების სხვადასხვა თემას. ტრენინგი ორ პარალელურ ჯგუფში მიმდინარეობს და მას ესწრება ეთნიკურ უმცირესობათა საკითხებზე მომუშავე 25-მდე საზოგადოებრივი ორგანიზაციის 30 მონაწილე.
|
4.05.2017 -
ტრენინგი სილამაზის სალონების ქსელი "მელანჟისათვის"1-3 მაისს, სილამაზის სალონების ქსელი - მელანჟის თანამშრომლებისთვის ჩატარდა ტრენინგი თემაზე "კლიენტის ეფექტური მომსახურება". ტრენინგს უძღვებოდა პარტნიორები-საქართველოს ტრენერ-კონსულტანტი ნათია გოფოძე.
|
21.04.2017 -
ვორკშოპები ეიჩარ მენეჯერებისა და ტრენინგ-ცენტრების წარმომადგენლებისათვის19 და 20 აპრილს, სასტუმრო "რუმსში" მრავალფეროვნების მართვის თემაზე სემინარში მონაწილეობა მიიღო სხვადასხვა კომპანიებისა და სახელმწიფო უწყებების ადამიანის რესურსების მართვის დეპარტამენტების და ტრენინგ-ცენტრების წარმომადგენლებმა. ჯამში ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო 40-ზე მეტმა ადამიანმა. ღონისძიება ჩატარდა “ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის“ (PITA) ფარგლებში, რომელსაც USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს საქართველოს გაეროს ასოციაცია (UNAG). სემინარებს უძღვებოდნენ პარტნიორები-საქართველოს ტრენერ-კონსულტანტები. მონაწილეებს გადაეცათ პარტნიორები-საქართველოს მიერ მომზადებული მრავალფეროვნების მართვის სახელმძღვანელო.
|
pages: 1 |
2 |
3 |
4 |
5 |
6 |
7 |
8 |
9 |
10 |
11 |
12 |
|
|
|