|
ENG | GEO
|
26 აპრილი, 2024 |
|
|
|
ახალი ამბები
28.03.2009 -
HR მართვის კურსზე სწავლა დაიწყო მესამე ჯგუფმაგუშინ, 27 მარტს, ბიზნეს კარიერის სკოლაში სწავლა დაიწყო ადამიანის რესურსების მართვის სასერტიფიკატო კურსის გავლის მსურველების მესამე ჯგუფმა. სწავლა 90 საათს გაგრძელდება და 29 მაისს დასრულდება. შერჩეულ მონაწილეებს შორის არიან სტუდენტები, ადამიანის რესურსების მართვის სპეციალისტები, მენეჯერები და სხვადასხვა პროფესიის ადამიანები. ბიზნეს კარიერის სკოლის დამფუძნებლები არიან პარტნიორები–საქართველო და გაეროს ასოციაციის საერთაშორისო სკოლა.
|
11.03.2009 -
საჯარო სკოლებში ტრენინგების მეხუთე ფაზა იწყება2009 წლის 16 მარტიდან პარტნიორები-საქართველო დაიწყებს სკოლებისათვის მცირე გრანტების პროგრამის ფარგლებში ტრენინგების სერიას. ტრენიგები ჩატარდება ბრიტიშ პეტროლიუმის დაკვეთით, საპროექტო განაცხადის მომზადების, კონფლიქტების მართვის და გუნდური მუშაობის თემებზე სამტრედიის, ვანის და ლანჩხუთის 18 სკოლის სამეურვეო საბჭოებისთვის.
|
19.01.2009 -
ქვემო ქართლის რაიონული და ადგილობრივი საჯარო მოხელეებისათვის განკუთვნილ სამაგიდო წიგნზე მუშაობა დასრულდაპარტნიორები-საქართველომ დაასრულა “სამაგიდო წიგნი რაიონული და ადგილობრივი საჯარო მოხელეებისათვის ეფექტურ კომუნიკაციასა და ლიდერობაში” ტექსტზე მუშაობა, რომელიც გამოიცემა UNDP-ის დაფინანსებულ პროგრამის “ქვემო ქართლის სამოქალაქო მოხელეების, რეგიონის მუნიციპალიტეტის და რაიონული გამგეობის პოტენციალის გაზრდის” ფარგლებში. სამაგიდო წიგნი გამოქვეყნდება UNDP-ის მიერ და გავრცელდება პროგრამის სამიზნე ჯგუფის წარმომადგენლებში.
|
22.01.2009 -
იწყება ტრენინგები კავკასუს ონლაინისათვისკავკასუს ონლაინსა და პარტნიორები-საქართველოს კონტრაქტის ფარგლებში, კომპანიის სატელეფონო ცენტრის და ტექნიკური მხარდაჭერის ოპერატორებისათვის ჩატარდება ტრენინგების სერია მომსახურების გაუმჯობესების მიზნით. პარტნიორები საქართველოს ტრენერები კომპანიაში 2009 წლის იანვრიდან მარტის ჩათვლით იმუშავებენ.
|
10.12.2008 -
ქვემო ქართლის საჯარო მოხელეების ტრენინგებიპარტნიორები-საქართველომ, UNDP-ის კონტრაქტის ფარგლებში, დაასრულა ტრენინგების სერიის ჩატარება ქვემო ქართლის საჯარო მოხელეების, მუნიციპალიტეტის მმართველობის და რაიონული გამგეობის წარმომადგენლებისათვის. ტრენინგის მიზანი იყო სამიზნე ჯგუფის გაძლიერება კომუნიკაციის უნარ–ჩვევებისა და ეფექტური ლიდერობის თვალსაზრისით. ტრენინგები მოიცავდა შემდეგ მოდულებს: ეფექტური კომუნიკაცია, პრეზენტაცია და შეხვედრების გაძღოლა; კონფლიქტების მართვა და მოლაპარაკებები; ლიდერობა, გუნდური მუშაობა და გადაწყვეტილებების მიღება.
|
1.12.2008 -
სკოლებისათვის მცირე გრანტების პროგრამის მეოთხე ფაზა დასრულდაპარტნიორები-საქართველომ დაასრულა საპროექტო განაცხადის მომზადების, კონფლიქტის მართვისა და გუნდური მუშაობის ტრენინგების სერია, რომლებიც ზესტაფონის, თერჯოლის და ბაღდათის 12 სკოლის სამეურვეო საბჭოებს ჩაუტარდათ. პროგრამა მიზნად ისახავს გუნდური სულისკვეთების გაზრდას და თანამშრომლობას, როგორც სამეურვეო საბჭოს წევრებს, ასევე სამეურვეო საბჭოსა და დაინტერესებულ პირებს (სკოლის მასწავლებლებს, მშობლებს და მოსწავლეებს) შორის. ტრენინგები განხორციელდა ბრიტიშ პეტროლიუმის დაფინანსებით.
|
10.04.2008 -
ტრენინგები ელიტ–ელექტრონიქსისათვის გრძელდებაელიტ-ელექტრონიქსთან გაფორმებული ახალი ხელშეკრულების, ვაჟა კვერნაძე (პარტნიორები-საქათველოს ტრენერ–კონსულტანტი), ჩაატარებს მართვის, ტრენერობის და მოლაპარაკებების ტრენინგებს კომპანიის საშუალო რგოლის მენეჯერებისათვის. ტრენინგები დაიწყება 2008 წლის აპრილში და გაგრძელდება 2008 წლის ზაფხულის ბოლომდე.
|
29.03.2008 -
ადამიანის რესურსების სასერტიფიკატო კურსებზე მიღება გამოცხადდაპარტნიორები-საქართველოსა და გაეროს ასოციაციის სერთაშორისო სკოლის მიერ ჩამოყალიბდა ბიზნეს კარიერის სკოლა, რომელიც დაინტერესებულ პირებს სხვადასხვა სასერტიფიკატო კურსებს შესთავაზებს. ამჯერად, ცხადდება მიღება ადამიანის რესურსების მართვის კურსზე, რომელიც 9 კვირა - 90 საათი გაგრძელდება. აპლიკაციები 15 აპრილამდე მიიღება. | დაწვრილებით »
|
22.02.2008 -
კორპორატიული გუნდის შეკვრის ღონისძიება ბაკურიანში”პარტნიორები-საქართველომ” ფასილიტირება გაუწია ”ევრიჩაილდის” თანამშრომლებისათვის გუნდის შეკვრის პროგრამას, რომელიც სპეციალურად მათთვის შეიმუშავეს ირაკლი ვეცკომ და ნათია გოფოძემ. პროგრამა შედგებოდა სხვადასხვა ტიპის სახალისო აქტივობებისაგან, რომლებიც ხელს უწყობდა გუნდის მუშაობის ეფექტურობის გაზრდას. ღონისძიება ბაკურიანში ჩატარდა 2008 წლის 21 თებერვალს.
|
10.02.08 -
საზოგადოებრივი ინვესტირების პროგრამის ტრენინგები2008 წლის თებერვლიდან ”პარტნიორები-საქართველომ” განაახლა საქმიანობა საზოგადოებრივი ინვესტირების პროგრამის ფარგლებში. პროგრამის მეორე წელს დაგეგმილი ტრენინგების სერია გაიხსნება კონფლიქტების მართვის და ანალიზის ტრენინგით, რომელიც სათემო ორგანიზაციებს 13–15 თებერვალს ახალციხეში და 27–29 თებერვალს მარნეულში ჩაუტარდება. საზოგადოებრივი ინვესტირების პროგრამას ბი–პი–ს ფინანსური მხარდაჭერით ”ქეა-საერთაშორისო კავკასიაში“ და მისი პარტნიორი ორგანიზაციები ახორციელებენ.
|
28.01.08 -
დიზაინ-ავენიუ პარტნიორები-საქართველოსთან კონტრაქტს აფორმებსპარტნიორები-საქართველო ორი კვირის განმავლობაში დიზაინ-ავენიუს გამყიდველ-კონსულტანტებს კლიენტის ეფექტურად მომსახურებასა და გაყიდვებში მოამზადებს. ტრენინგს ვაჟა კვერნაძე გაუძღვება. დიზაინ-ავენიუ პარტნიორები-საქართველოსათვის ახალი დამკვეთია.
|
21.01.2008 -
ტრენინგების სერია ხაშურისა და ქარელის რაიონებშიპარტნიორები-საქართველო და ბრითიშ პეტროლიუმი აგრძელებენ ბაქო-სუფსის ნავთობსადენის გაყოლებაზე სკოლებისათვის ტრენინგ-სემინარების სერიას. ამჯერად ხაშურისა და ქარელის სკოლების სამეურვეო საბჭოების, დირეტორების და მასწავლებლებისათვის ჩატარდება ტრენინგები, რომლებიც 2008 წლის თებერვალში დაიწყება და მაისამდე გასტანს.
|
24.12.2007 -
გილოცავთ ახალ 2008 წელს!ყველა ჩვენს კლიენტს, პარტნიორს, დონორსა და მეგობარს გილოცავთ დამდეგ 2008 წელს! გისურვებთ მშვიდობასა და წარმატებებს!
|
18.12.2007 -
პარტნიორები-საქართველო ელიტ-ელექტრონიქსისათვის ტრენერებს მოამზადებსტრენერების მომზადების პროგრამა დეკემბერში დაიწყება და იანვრის ბოლოს დასრულდება. პარტნიორები-საქართველო ელიტ-ელექტრონიქსის რამდენიმე თანამშრომლისათვის ჩაატარებს ტრენინგებს, რომელის შედეგადაც მონაწილეები შეძლებენ დამოუკიდებლად დაგეგმონ და ჩაატარონ კომპანიის თანამშრომლებისათვის კლიენტის ეფექტურად მომსახურების ტრენინგები.
|
05.12.2007 -
ტრენინგები მაგთიკომის თანამშრომლებისათვის თბილისსა და ქუთაისშიმაგთიკომმა თავისი თანამშრომლების მართვის, მომსახურებისა და გაყიდვების უნარ-ჩვევების კიდევ უფრო მეტად გაუმჯობესებისა და ცოდნის გაღრმავების მიზნით, კვლავ პარტნიორები-საქართველოს მიმართა. 2007 წლის დეკემბრიდან 2008 წლის მარტამდე თბილისსა და ქუთაისში 130-ზე მეტი ადამიანი მიიღებს მონაწილეობას ტრენინგებში. მაგთიკომი პარტნიორები-საქართველოს კლიენტია 2005 წლიდან.
|
04.12.2007 -
პარტნიორები – საქართველოს ახალი პუბლიკაციაპარტნიორები-საქართველომ დაასრულა გამოცემა წიგნისა "კორუმპირებული ქალაქები: პრევენციისა და აღმოფხვრის პრაქტიკული სახელმძღვანელო", რომელიც ითარგმნა და დაიბეჭდა ღია საზოგადოების ინსტიტუტის ადგილობრივი თვითმმართველობის ინიციატივისა და ადგილობრივი განვითარების პარტნიორების ფონდის (რუმინეთი) ფინანსური დახმარებით. წიგნის ავტორები რობერტ კლიტგაარდი, რონალდ მაკლინ–აბაროა და ლინდსი პერისი წლების მანძილზე სხვადასხვა ქვეყანაში შეძენილ მდიდარ გამოცდილებაზე დაყრდნობით ადგილობრივ დონეზე კორუფციის აღმოფხვრის სრულიად ახალ გზებს გვთავაზობენ. ამრიგად, პუბლიკაცია კარგ დახმარებას გაუწევს ყველა იმ ორგანიზაციას თუ ინდივიდუალურ ექსპერტს, ვინც შესაბამის სფეროში მოღვაწეობს.
|
28.11.2007 -
ტრენინგები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისათვისდღეს დაიწყო ტრენინგების სერია ომბუდსმენის ოფისთან არსებული ტოლერანტობის ცენტრთან მომუშავე ეთნიკური უმცირესობების ჯგუფებისა და ორგანიზაციების წარმომადგენლებისათვის. ტრენინგები ტარდება ეროვნული ინტეგრაციისა და ტოლერანტობის პროგრამის ფარგლებში, აშშ USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით.
|
06.11.2007 -
დაიწყო ტრენინგების სერია ნორვეგიის ლტოლვილთა საბჭოს პარტნიორი ორგანიზაციებისათვისნორვეგიის ლტოლვილთა საბჭოს ფინანსური მხარდაჭერით, პარტნიორები-საქართველო თბილისიდან და ბათუმიდან 30-ზე მეტ მონაწილეს ჩაუტარებს ტრენინგებს ისეთ თემებზე, როგორიცაა ფონდების მოძიება, პროექტების წერა, მარკეტინგი არასამთავრობო ორგანიზაციებისათვის, ლიდერობა და გუნდში მუშაობა. პარტნიორები-საქართველო სატრენინგო მომსახურებას ნორვეგიის ლტოლვილთა საბჭოს პროგრამებს 2005 წლიდან უწევს.
|
05.11.2007 -
პარტნიორები-საქართველომ საჯარო რეესტრის ტრენინგების ტენდერში გაიმარჯვაპარტნიორები-საქართველო 2007 წლის ნოემბერ-დეკემბერში მომსახურების გაუმჯობესების მიზნით ჩაატარებს ტრენინგებს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მოქალაქეთა მომსახურების პერსონალისათვის. ტრენინგები ჩატარდება შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით.
|
29.10.2007 -
ტრენინგები თბილისის მერიის თანამშრომლებისათვისდღეს დაიწყო და 17 ნოემბრამდე გასტანს ტრენინგების სერია თბილისის მერიის თანამშრომლებისათვის მოქალაქეებთან ეფექტური კომუნიკაციის თემაზე. ტრენინგები კოალიციური პროექტის ფარგლებში ტარდება, რომელსაც ფონდ ”ღია საზოგადოება - საქართველოს” ფინანსური მხარდაჭერით გაეროს ასოციაციასთან ერთად ახორციელებს თავისუფლების ინსტიტუტი და პარტნიორები-საქართველო. პროექტის მიზანია ქალაქ თბილისის მერიის მოქალაქეთა მისაღებში მომსახურების გაუმჯობესება.
|
pages: 1 |
2 |
3 |
4 |
5 |
6 |
7 |
8 |
9 |
10 |
11 |
12 |
|
|
|