ტრენინგი განკუთვნილია სხვადასხვა პროდუქტისა და სერვისის გაყიდვის პროცესში ჩართული თანამშრომლებისა და მენეჯერებისათვის, აგრეთვე, სხვა დაინტერესებულ პირებისათვის.
ტრენინგში მონაწილეობა შესაძლებლობას მოგცემთ:
-
გაიღრმავოთ ცოდნა სხვადასხვა პროდუქტისა და სერვისის გაყიდვის სფეროში
-
გაეცნოთ გაყიდვების კომუნიკაციურ მეთოდებსა და ინსტრუმენტებს
-
შეიძინოთ და გაიუმჯობესოთ კლიენტის დარწმუნებისა და გაყიდვის პროცესის ეფექტურად მართვის უნარ-ჩვევები
ტრენინგზე განხილული იქნება შემდეგი საკითხები:
-
განსხვავება გაყიდვისა და მომსახურების პროცესებს შორის
-
გაყიდვის ოთხ ეტაპიანი მოდელი
-
შეკითხვის დასმის ტექნიკა კლიენტისგან ინფორმაციის მიღებისა და მასზე ზეგავლენის მოხდენისათვის
-
კლიენტის დარწმუნება პროდუქტის ან მომსახურების პრეზენტაციისას
-
დაინტერესებული კლიენტის შეკითხვებზე სწორად რეაგირება
-
როგორ მოვიქცეთ კლიენტისგან უარის შემთხვევაში
-
ტიპიური წინააღმდეგობები გაყიდვის პროცესში და მათი დაძლევის ხერხები
ტრენინგს უძღვება:
ლელა გიორგობიანი - პარტნიორები-საქართველოს უფროსი ტრენერ-კონსულტანტი, ფსიქოლოგი, თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლის (ESM) ტრენერი, ორგანიზაციული მართვისა და განვითარების სფეროში ტრენინგების 25-წლიანი გამოცდილებით
ტრენინგზე მუშაობა წარიმართება სწავლების ინტერაქციული მეთოდებით, როგორიცაა თეორიული პრეზენტაცია, სავარჯიშო, როლური თამაში, სიმულაცია, სასწავლო ქეისი და დისკუსია.
ტრენინგის ღირებულებაა 290 ლარი. ფასი მოიცავს ერთი ადამიანის ტრენინგ-კურსში მონაწილეობის, ტრენინგის მასალების, სადილის შესვენებაზე კვების და სერტიფიკატის ღირებულებას.
ტრენინგი ჩატარდება 12 და 13 დეკემბერს, 10.00-დან 17.00-მდე,
პარტნიორები-საქართველოს ოფისში, მისამართზე: ფალიაშვილის 11ბ.
რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2017 წლის 8 დეკემბერი!
რეგისტრაცია დასრულებულია
ჯგუფში ადგილები შეზღუდულია. შესაბამისად, უპირატესობა მიენიჭებათ იმ აპლიკანტებს, რომლებიც პირველები შემოიტანენ განაცხადს.
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით შემდეგ მისამართზე:პარტნიორები-საქართველო
თბილისი, ფალიაშვილის ქუჩა 11 ბ
ტელ: 2 915451, 2 915452 , 574 999 324
ელ-ფოსტა: training@partners.ge