|
ENG | GEO
|
17 თებერვალი, 2019 |
|
|
|
ახალი ამბები
12.03.2015 |
ადვოკატირების ტრენინგი რეგიონული საზოგადოებრივი ორგანიზაციებისათვის10-11 მარტს „გიფ-თბილისის“ ორგანიზებით პარტნიორები-საქართველომ ჩაატარა ტრენინგი თემაზე \"სამოქალაქო ინტერესების დაცვა“. ტრენინგში მონაწილეობდნენ საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები მცხეთის, ხაშურის, ქარელის და გორის რაიონებიდან.
ღონისძიება ჩატარდა პროექტის „საქართველოს ომით დაზარალებული მოსახლეობის კეთილდღეობის გაძლიერება უკეთესი სტრატეგიული დიალოგის გზით“ ფარგლებში, რომელსაც აფინანსებს ევროკავშირი და ახორციელებს ფონდი „გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში - თბილისი“.
|
19.02.2015 |
ტრენინგები სურსათის ეროვნული სააგენტოსათვის18 თებერვალს დაიწყო და 28 თებერვალმდე გაგრძელდება ტრენინგები, რომელშიც მონაწილეობას სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები იღებენ, და რომელსაც თეა გველესიანი და ლელა გიორგობიანი უძღვებიან. მართვის უნარების გაუმჯობესების მიზნით ტრენინგებს სააგენტოს დეპარტამენტებისა და სამმართველოების 34 ხელმძღვანელი გაივლის.
|
12.01.2015 |
ლიდერთა ზამთრის სკოლასამოქალაქო აქტივიზმის ახალგაზრდული ქსელის ყველაზე აქტიური წევრებისათვის, ლიდერთა ზამთრის სკოლამ დღეს სტარტი აიღო. ერთკვირიანი სკოლის ფარგლებში (12-18 იანვარი, 2015) \"პარტნიორები-საქართველოს\" ტრენერები პრეზენტაციის თემაზე სატრენინგო კომპონენტს გაუძღვებიან. ლიდერთა სკოლა მიმდინარეობს „ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერება საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს საქართველოს გაეროს ასოციაცია(UNAG), აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით.
|
10.01.2015 |
მართვის ტრენინგები ლიბერთი ბანკში12 იანვარს დაიწყება და აპრილის ბოლომდე გაგრძელდება ტრენინგების სერია ლიბერთი ბანკის მენეჯერებისათვის თემაზე \"ეფექტური მართვა\". სულ ტრენინგებში მონაწილეობას ლიბერთი ბანკის 150-ზე მეტი თანამშრომელი მიიღებს.
|
26.12.2014 |
ტრენინგი იუსტიციის სასწავლო ცენტრისათვის22-24 დეკემბერს, პარტნიორები-საქართველოს ტრენერ-კონსულტანტებმა გუნდური მუშაობის თემაზე ტრენინგი ჩაატარეს საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის თანამშრომლებისათვის.
|
16.12.2014 |
მრავალფეროვნების მართვის ტრენინგი ილიუნის ტუტორებისათვის13-15 დეკემბერს პარტნიორები-საქართველომ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მოქმედი თბილისის ახალგაზრდული ცენტრის წევრებისა და ტუტორიუმის პროგრამის სტუდენტებისათვის მრავალფეროვნების მართვის ტრენინგი ჩაატარა. 3-დღიანი ტრენინგის ფარგლებში, მონაწილეებმა მიიღეს ცოდნა მრავალფეროვნების სხვადასხვა ასპექტზე და კონტექსტზე,მულტი-ეთნიკური საზოგადოების ძირითად პრინციპებზე და განიხილეს ეროვნული და რელიგიური უმცირესობების წინაშე მდგარი პრობლემები. ტრენინგის განმავლობაში, მონაწილეებმა შეიმუშავეს სხვადასხვა აქტივობის გეგმა, რომელთა განხორციელებაც ხელს შეუწყობს კვოტის (1-4 სისტემა) სისტემით ჩარიცხული სტუდენტების როგორც საუნივერსიტეტო ცხოვრებაში, ისე ფართო საზოგადოებაში ინტეგრაციას.
ტუტორიუმის მიზანია, ტუტორებმა (არაქართველენოვანი სტუდენტების თანატოლებმა) ქართულის, როგორც მეორე ენის შესწავლისა და ინტეგრაციის პროგრამის („კვოტის“) სტუდენტებს დახმარება გაუწიონ, როგორც კურიკულარული საგნების მომზადებაში, ასევე სხვადასხვა პრობლემის მოგვარებაში. არაქართველი სტუდენტები ტუტორების დახმარებით ამზადებენ სხვადასხვა პრაქტიკულ დავალებას.
ტრენინგი ჩატარდა „ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერება საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს საქართველოს გაეროს ასოციაცია, აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით.
|
4.12.2014 |
სამოქალაქო აქტივიზმის სკოლა1-7 დეკემბერს, საქართველოს გაეროს ასოციაციის დაკვეთით, პარტნიორები-საქართველოს ტრენერები სამოქალაქო აქტივიზმის სკოლას უძღვებიან. მასში 24 ახალგაზრდა მონაწილეობს საქართველოს 4 რეგიონიდან (შიდა ქართლი, ქვემო ქართლი, სამცხე-ჯავახეთი და სამეგრელო). პარტნიორები საქართველოს ტრენინგის ძირითადი თემაა სამოქალაქო ინტერესების დაცვა და ეფექტური კამპანიების ორგანიზება, ხოლო მოწვეული ექსპერტები ატარებენ სემინარებს გენდერულ თანასწორობაზე, ოჯახურ ძალადობაზე და სოციალურ მედიაზე. ღონისძიება ტარდება სამხრეთ კავკასიაში ნდობის მშენებლობის პროგრამის ფარგლებში. პროგრამა ხორციელდება შვედეთის გაეროს ასოციაციასთან თანამშრომლობით, ფორუმ სიდ/სიდა-ს ფინანსური მხარდაჭერით.
|
27.11.2014 |
ვორკშოპი ბილაინის მენეჯერებისათვის25-26 ნოემბერს, გუდაურში, კომპანია \"ბილაინის\" მენეჯერებისათვის პარტნიორები-საქართველომ ჩაატარა ვორკშოპი თემაზე \"ეფექტური პრეზენტაციები და საჯარო გამოსვლა\".
|
15.11.2014 |
ტრენინგი SOS - ბავშვთა სოფელში12-14 ნოემბერს, პარტნიორები საქართველოს ტრენერებმა საქართველოს SOS-ბავშვთა სოფელის თანამშრომლებისათვის ჩაატარეს ტრენინგი თემაზე „ეფექტური მართვა“. ტრენინგს ესწრებოდნენ ორგანიზაციის საშუალო და მაღალი რგოლის მენეჯერები.
|
10.10.2014 |
ტრენინგები ბანკ რესპუბლიკაშიოქტომბრიდან 2015 წლის თებერვლამდე პარტნიორები-საქართველოს ტრენერ-კონსულტანტები ბანკ რესპუბლიკის პერსონალთან ბანკში სერვისის გაუმჯობესების მიზნით იმუშავებენ.
|
28.09.2014 |
კორპორატიული ღონისძიება იმედი-ელისთვის27 სექტემბერს, კახეთში, სასტუმრო \"ამბასადორში\" პარტნიორები-საქართველოს ტრენერ-კონსულტანტებმა სადაზღვევო კომპანია იმედი-ელ-ის 40 თანამშრომლისათვის კორპორატიული ღონისძიება ჩაატარეს, რომლიც მიზანსაც მონაწილეების დაახლოება და გუნდური მუშაობის უნარების გავარჯიშება წარმოადგენდა.
|
20.09.2014 |
ტრენინგები მაგთიშიპარტნიორები-საქართველომ ივლისის თვეში დაიწყო და სექტემბერში დაასრულა ტრენინგების სერია კომპანია მაგთის თანამშრომლებისათვის თემაზე პერსონალის ეფექტური მომსახურება. ჯამში ტრენინგებში მონაწილეობა მიიღო და კვალიფიკაცია აიმაღლა კომპანიის 50-ზე მეტმა თანამშრომელმა.
|
22.07.2014 |
სამოქალაქო აქტივიზმის საზაფხულო სკოლა - ბაკურიანი 20147-20 ივლისს, ბაკურიანში მოეწყო საზაფხულო სკოლა–ბანაკი სამოქალაქო აქტივიზმის ახალგაზრდული ქსელის კლუბებისათვის. საზაფხულო სკოლის საგანმანათლებლო ნაწილი მოიცავდა ტრენინგებსა და თემატურ ჯგუფებს. ტრენინგის ფარგლებში მონაწილეებმა შეისწავლეს კომუნიკაციის, პრეზენტაციის, ჯგუფის მართვის და ღონისძიების დაგეგმვის ტექნიკები. თემატური ჯგუფები კი მომზადდნენ გაეროს მოდელირების, სოციალური მედიის, ფოტო ხელოვნებისა და გენდერის მიმართულებებით. სულ 200 ახალგაზრდა მონაწილეობდა აღნიშნულ საზაფხულო სკოლაში, რომელიც განხორციელდა აშშ განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებული ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერების პროექტის ფარგლებში, საქართველოს გაეროს ასოციაციისა და პარტნიორები–საქართველოს მიერ.
|
4.07.2014 |
ტრენინგი ადგილობრივი განვითარების სამუშაო ჯგუფებისათვისპარტნიორები-საქართველოს ტრენერ-კონსულტანტებმა, თეა გველესიანმა და თეა ბულიამ 1-3 ივლისს, კაჭრეთში, ადგილობრივი განვითარების სამუშაო ჯგუფებისთვის ჩაატარეს ტრენინგი სამოქალაქო ინტერესების დაცვის თეამზე. ტრენინგი განხორციელდა პროექტის „ადგილობრივი მოქმედი მხარეები ერთანდებიან ადგილობრივი ეკონომიკური განივთარებისა და მმართველობისათავის სამხრეთ კავკასიაში - JOIN” ფარგლებში, არასამთავრობო ორგანიზაცია „სიდა”-ს ორგანიზებით, „ქეა საერთაშორისო კავკასიაში“ ინიციატივით, „სიდას“ (საქართველო) და სოფლისა და აგრობიზნესის განვითარების ცენტრთან (სომხეთი) პარტნიორობით. ტრენინგში მონაწილეობა მიიღო პროექტის 6 სამიზნე მუნიციპალიტეტში ჩამოყალიბებული ადგილობრივი განვითარების სამუშაო ჯგუფების წარმომადგენლებმა. ტრენინგის შედეგად, თითოეული მუნიციპალიტეტისთვის, სოფლის მეურნეობის მიმართულებით არსებული პრობლემების მოგვარებისთვის საჭირო კამპანიის განხორციელების მიზნით, სამოქმედო გეგმები შემუშავდა.
|
1.06.2014 |
ადვოკატირების ტრენინგი სათემო ორგანიზაციებისათვის29-30 მაისს, საქართველოში მოქმედი სათემო ორგანიზაციებისათვის ჩატარდა ორდღიანი ტრენინგი თემაზე \"თანამშრომლობითი ადვოკატირება\". ტრენინგი საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის ბაზაზე მოქმედი ”თემის განვითარების რესურს ცენტრის” ორგანიზებით ჩატარდა. მას ”პარტნიორები საქართველო”-ს ტრენერები უძღვებოდნენ. ტრენინგი მოიცავდა ისეთ საკითხებს, როგორიცაა სამოქალაქო ინტერესების დაცვის არსი და კონცეფცია, ადვოკატირების ტიპები და სტრატეგიული კომუნიკაციის მოდელი, ევროპული ქვეყნების გამოცდილება და სხვა. ტრენინგზე განხილული იყო ადვოკატირების სხვადასხვა ქეისები.
|
25.05.2014 |
პერსონალის შერჩევის ტრენინგი ვითიბი ბანკშიპარტნიორები-საქართველომ 22-25 მაისს, ვი-თი-ბი ბანკის პერსონალის მართვისა და განვითარების სამმართველოს თანამშრომლებისათვის ჩაატარა თემაზე \"პერსონალის შერჩევა სტრუქტურირებული ინტერვიუს მეთოდით\".
|
19.05.2014 |
კორპორატიული ღონისძიება ალდაგის ექიმებისათვის
პარტნიორები-საქართველოს ტრენერ-კონსულტანტებმა ჩაატარეს კორპორატიული ღონისძიება სადაზღვევო კომპანია ალდაგის ექიმებისათვის. ღონისძიების მიზანი იყო მონაწილეების დაახლოება და გუნდური მუშაობის უნარების გავარჯიშება. ღონისძიება ჩატარდა 17 მაისს, კაჭრეთში. მასში მონაწილეობა კომპანიის ასმა ექიმმა მიიღო.
|
18.05.2014 |
ტრენინგები საიას იურიდიული დახმარების ცენტრის კონსულტანტებისათვის1-17 მაისის პერიოდში, პარტნიორები-საქართველოს ტრენერ-კონსულტანტებმა ბენეფიაციარების მომსახურების თემაზე ტრენინგები ჩაატარეს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურიდიული დახმარების ცენტრის კონსულტანტებისთვის. ტრენინგები თბილისსა და ყვარელში ჩატარდა და ჯამში მათში მონაწილეობა მიიღო 45-ზე მეტმა იურისტმა.
|
5.05.2014 |
ტრენინგები ადვოკატებისათვის2-4 მაისს, პარტნიორები-საქართველოს ტრენერ-კონსულტანტებმა ჩაატარეს ტრენინგი საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრებისთვის, მართლმსაჯულების გაძლიერების და სამართლებრივი განვითარების პროქტის (JILEP) ფარგლებში. ტრენინგი მიზნად ისახავდა ეფექტური კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარ-ჩვევების განვითარებას.
|
12.03.2014 |
სამოქალაქო აქტივიზმის ახალგაზრდული ქსელის ფასილიტატორების ტრენინგი11 მარტს დაიწყო და 14 მარტამდე გაგრძელდება ტრენინგები 40-მდე ფასილიტატორისათვის, რომლის მიზანია სამოქალაქო აქტივიზმის ახალგაზრდული ქსელის ცენტრების წარმომადგენელი ფასილიტატორების საერთო შეხვედრა, მათთვის მრავალფეროვნების მართვის სატრენინგო პროგრამის გაცნობა, და პროგრამის ფარგლებში შედმგომი აქტივობების დაგეგმვა. ტრენინგის შემდგომ მონაწილეები, თავიანთ რეგიონებში, ჩაატარებენ შეხვედრებს, ტრენინგებსა და დისკუსიებს მრავალფეროვნების მართვის თემაზე სხვადასხვა სამიზნე აუდიტორიისათვის. ტრენინგები მიმდინარეობს აშშ განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებული ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერების პროექტის ფარგლებში, საქართველოს გაეროს ასოციაციისა და პარტნიორები–საქართველოს მიერ.
|
pages: 1 |
2 |
3 |
4 |
5 |
6 |
7 |
8 |
9 |
10 |
11 |
12 |
|
|



|