|
ENG | GEO
|
20 აპრილი, 2024 |
|
|
|
ახალი ამბები
22.11.2013 -
ეროვნულ უმცირესობათა საბჭოების ტრენინგი პარტნიორები-საქართველომ 19-21 ნოემბერს, ყაზბეგში, ორგანიზება გაუკეთა და ჩაატარა ტრენინგი თემაზე \"ეფექტური სამუშაო შეხვედრები და გუნდში მუშაობა\". ტრენინგს ესწრებოდნენ ომბუცმენთან არსებული ეროვნული უმცირესობების საბჭოების წარმომადგენლები.
|
26.10.2013 -
ტრენინგების სერია ფარმადეპოსათვის16-25 ოქტომბერს, პარტნიორები-საქართველოს ტრენერ-კონსუტანტებმა სააფთიაქო ქსელ “ფარმადპოსთან” იმუშავეს. ტრენინგები თემაზე \"ეფექტური მომსახურება და გაყიდვები\" კომპანიის მენეჯერებს ჩაუტარდათ, ხოლო \"ეფექტური მომსახურება და მისი უზურუნველყოფა\" - შიდა ტრენერ-კონსულტანტებს. ტრენინგები მიზნად ისახვადა მომსახურების სტანდარტების შესწავლას და შესაბამისი უნარ-ჩვევების გავარჯიშებას.
|
13.10.2013 -
ტრენინგები მედიატორებისათვის7–9 და 10–12 ოქტომბერს, გორსა და თბილისში, პარტნიორები–საქართველომ ჩაატარა კომუნიკაციის ტრენინგები მედიაციის ცენტრის მედიატორებისათვის. ტრენინგებში სულ 30 შერჩეული მედიატორი მონაწილეობდა. ტრენინგების დასრულების შემდგომ მონაწილეები გამართავენ პრეზენტაციებს მედიაციის ინსტიტუტის შესახებ და ფართო საზოგადოებას გააცნობენ მედიაციას, როგორც დავების გადაწყვეტის ალტერნატიულ ვარიანტს. პროგრამა მიმდინარეობს ფონდ \"პარტნიორები-პოლონეთთან\" თანამშრომლობით.
|
11.10.2013 -
ტრენინგი კახეთის რეგიონის მუნიციპალიტეტებისათვის7–9 ოქტომბერს, თელავში, პარტნიორები–საქართველოს ტრენერ-კონსულტანტებმა ჩაატარეს პროექტების მართვისა და ფონდების მოძიების ტრენინგი კახეთის რეგიონის 8 მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებისათვის. ტრენინგი მიზნად ისახავდა პროექტების მართვისა და ფონდების მოძიების საკვანძო საკითხების შესწავლას და არსებულ საპროექტო იდეებზე მუშაობას. ტრენინგი განხორციელდა ორგანიზაცია „თემი და გარემოსთან“ თანამშრომლობით, ევრკოკავშირის დაფინანსებული და ლიხტენშტეინის მთავრობის თანადაფინანსებული პროექტის „კახეთის რეგიონის მუნიციპალიტეტებს შორის გარემოსდაცვითი დიალოგისა და თანამშრომლობის ხელშეწყობა“ ფარგლებში.
|
5.10.2013 -
დასრულდა ტრენინგების ციკლი ეთნიკურ უმცირესობათა საზოგადოებრივი ორგანიზაციებისთვისპარტნიორები–საქართველომ, საქართველოს სტრატეგიული კვლევისა და განვითარების ცენტრთან თანამშრომლობით დაასრულა ტრენინგების ციკლი ეთნიკურ უმცირესობათა საზოგადოებრივი ორგანიზაციებისთვის. ტრენინგები თემებზე სტრატეგიული დაგეგმვა, სამოქალაქო ინტერესების დაცვა (ადვოკატირება), ორგანიზაციული მართვა და სახსრების მოძიება/საპროექტო განაცხადის მომზადება, მიზნად ისახავდა აღნიშნულ სფეროებში ცონდნის გაღრმავებას და შესაბამისი უნარ–ჩვევების გავარჯიშებას. პროგრამა განხორციელდა ფონდ ღია საზოგადოება - საქართველოს მხარდაჭერით.
|
29.09.2013 -
მონაწილეობა საერთაშორისო კონფერენციაში26–29 სექტემბერს, პარტნიორები–საქართველოს ტრენერებმა თეა გველესიანმა და ნათია გოფოძემ მონაწილეობა მიიღეს საერთაშორისო კონფერენციაში თემაზე: „ეფექტიანობის გაუმჯობესება განვითარებად ბაზრებზე“. ინტერაქციული პრეზენტაციებითა და პრაქტიკული სამუშაოების დახმარებით ტრენერებმა გაიღრმავეს ცოდნა ადამიანური და ორგანიზაციული სამუშაო პროცესების გაუმჯობესების მიმართულებით. ასევე, ტრენერებმა მონაწილეობა მიიღეს იმიტირებულ საკონსულტაციო დავალების შესრულებაში წინასწარ შერჩეული კლიენტი ორგანიზაციისთვის აქტუალურ საკითხებზე. კონფერენცია განახორციელა ეფექტიანობის გაუმჯობესების საერთაშორისო საზოგადოებამ (ISPI) და აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტომ (USAID) ქემონიქსთან თანამშრომლობით.
|
23.09.2013 -
გუნდის შეკვრის ღონისძიება ქართულ–ამერიკული უნივერსიტეტისათვის21-22 სექტემბერს, სიღნაღში, პარტნიორები-საქართველომ ქართულ–ამერიკული უნივერსიტეტის თანამშრომლებისათვის გუნდის შეკვრის ღონისძიება ჩაატარა. უნივერსიტეტისათვის სპეციალურად შემუშავებული პროგრამა, მიზანად ისახავდა გუნდური მუშაობის ხელშეწყობას, გუნდის წევრებს შორის კომუნიკაციის, ფუნქციების გადანაწილებისა და სხვა უნარ–ჩვევების გაუმჯობესებას. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ყველა რგოლის თანამშრომელმა.
|
15.07.2013 -
საზაფხულო სკოლა ახალგაზრდული ქსელის კლუბებისათვის1–13 ივლისს, ბაკურიანში მოეწყო საზაფხულო სკოლა–ბანაკი სამოქალაქო აქტივიზმის ახალგაზრდული ქსელის კლუბებისათვის. საზაფხულო სკოლის საგანმანათლებლო ნაწილი მოიცავდა ტრენინგებსა და თემატურ ჯგუფებს. ტრენინგის ფარგლებში მონაწილეებმა შეისწავლეს კომუნიკაციის, პრეზენტაციის, ჯგუფის მართვის და ღონისძიების დაგეგმვის ტექნიკები. თემატური ჯგუფები კი მომზადდნენ გაეროს მოდელირების, სოციალური მედიის, ფოტო ხელოვნებისა და გენდერის მიმართულებებით. სულ 200 ახალგაზრდა მონაწილეობდა აღნიშნულ საზაფხულო სკოლაში, რომელიც განხორციელდა აშშ განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებული ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერების პროექტის ფარგლებში, საქართველოს გაეროს ასოციაციისა და პარტნიორები–საქართველოს მიერ.
|
15.05.2013
-
ფასილიტატორების მოსამზადებელი ტრენინგი ახალგაზრდული კლუბებისათვის8–12 მაისს, პარტნიორები–საქართველომ ჩაატარა ფასილიტატორების მოსამზადებელი ტრენინგის პირველი ეტაპი რეგიონული ახალგაზრდული კლუბების წარმომადგენლებისათვის. ტრენინგი მიზნად ისახავდა შეხვედრებისა და დისკუსიების ფასილიტაციის პრინციპებისა და ტექნიკების შესწავლას. აღნიშნული ტრენინგის შემდგომ მონაწილეები, თავიანთ რეგიონებში, განახორციელებენ შეხვედრებისა და დისკუსიების ფასილიტაციას სხვადასხვა თემებზე. ამ მიზნით მთელი საქართველოს მასშტაბით 22 ახალგაზრდა ლიდერი შეირჩა. ტრენინგი ჩატარდა აშშ განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებული ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერების პროექტის ფარგლებში, საქართველოს გაეროს ასოციაციისა და პარტნიორები–საქართველოს მიერ.
|
27.04.2013 -
ინოვაციური განათლების პროექტის ფარგლებში ტრენინგები დაიწყოვიშეგრადის ფონდის მიერ დაფინანსებული ერთწლიანი პროექტის ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს პარტნიორები-პოლონეთის ფონდი ქართულ და ევროპულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით, 2013 წლის 24-26 აპრილს, პარტნიორები-საქართველოს ოფისში ჩატარდა ამ პროექტით გათვალისწინებული პირველი ტრენინგი, რომელსაც უძღვებოდნენ ტრენერ-კონსულტანტები ილონა ილოვიეჩკა-ტანსკა (პარტნიორები-პოლონეთი) და მილენა მითაგვარია (პარტნიორები-საქართველო). ტრენინგი, რომელშიც სკოლის მასწავლებლები და უნივერსიტეტების მეცნიერ-თანამშრომლები იღებდნენ მონაწილეობას, მიზნად ისახავდა ქართულ სკოლებში საბუნებისმეტყველო საგნების სწავლების გაუმჯობესებას, აქტიური სწავლების კონცეფციის და მისი სხვადასხვა მეთოდოლოგიის და ინსტრუმენტის გაცნობის და მათი პრაქტიკაში გამოყენებისთვის საჭირო შესაბამისი უნარ-ჩვევების გამომუშავების მეშვეობით.
|
14.04.2013
-
სამუშაო შეხვედრა რუსთავის საზოგადოებრივი საბჭოსათვის12–13 აპრილს, კაჭრეთში, პარტნიორები–საქართველომ ფასილიტაცია გაუწია რუსთავის საზოგადოებრივი საბჭოს წევრების სამუშაო შეხვედრას, რომელშიც საბჭოს 18 წევრმა მიიღო მონაწილეობა. შეხვედრა მიზნად ისახავდა საბჭოს მომავალი ერთი წლის საქმიანობის დაგეგმვას. შეხვედრის ორგანიზატორი იყო სიდა-სამოქალაქო განვითარების სააგენტო "სამოქალაქო ადვოკატირების ინიციატივის" პროექტის ფარგლებში.
|
13.04.2013
-
მართვის ტრენინგები UNDP-ში1–2 და 11–12 აპრილს, პარტნიორები–საქართველომ მართვის ტრენინგები ჩაატარა UNDP-ის სხვადასხვა პროექტებისა და პროგრამების მენეჯერებისათვის. ტრენინგი მიზნად ისახავდა მართვის ძირითადი პრინციპებისა და ტექნიკების გაცნობას, და მენეჯერებისათვის შესაბამისი უნარ–ჩვევების გავარჯიშებას.
|
1.04.2013 -
სამოქალაქო აქტივიზმის ტრენინგი თბილისის ახალგაზრდული კლუბისათვის29–31 მარტს, პარტნიორები–საქართველომ ჩაატარა ლიდერობის და სამოქალაქო აქტიურობის ტრენინგი თბილისის ახალგაზრდული კლუბისათვის. ამ კლუბის შექმნით, დასრულდა მთელი საქართველოს მასშტაბით ახალგაზრდული კლუბების ჩამოყალიბება. ტრენინგი განხორციელდა საქართველოს გაეროს ასოციაციასთან თანამშრომლობით, აშშ განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერების პროგრამის ფარგლებში.
|
10.03.2013
-
მომსახურების ტრენინგები კლინიკა „ინ-ვიტროსათვის"4–7 მარტს, პარტნიორები–საქართველომ ჩაატარა კლიენტის ეფექტური მომსახურების ტრენინგი კლინიკა „ინ ვიტრო“–ს მიმღების ადმინისტრატორებისათვის. ტრენინგი მიზნად ისახავდა ეფექტური მომსახურების სტანდარტების შესწავლას და შესაბამისი უნარ–ჩვევების გავარჯიშებას.
|
25.02.2013
-
თბილისის თემატური სკოლა რეგიონული ახალგაზრდული კლუბებისათვის21–25 თებერვალს სამოქალაქო აქტივიზმის ახალგაზრდული ქსელის რეგიონული კლუბებისათვის მოეწყო თბილისის თემატური სკოლა, რომლის ფარგლებშიც "პარტნიორები–საქართელომ" ჩაატარა ტრენერების ტრენინგი აღნიშნული კლუბების წევრებისათვის. თბილისის თემატური სკოლა განხორციელდა აშშ განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებული ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერების პროექტის ფარგლებში, საქართველოს გაეროს ასოციაციისა და პარტნიორები–საქართველოს მიერ.
|
18.02.2013 -
კორპორატიული ტრენინგი „ჩემი ოჯახის კლინიკისათვის“15–17 თებერვალს, ქობულეთში, პარტნიორები–საქართველოს ტრენერებმა ჩაატარეს კორპორატიული გუნდის შეკვრის ღონისძიება და მოლაპარაკებების ტრენინგი „ჩემი ოჯახის კლინიკის“ მაღალი რგოლის მენეჯერებისათვის. ღონისძიების მიზანი იყო გუნდური მუშაობის პრინციპების სწავლება და მოლაპარაკებების უნარების გაძლიერება.
|
4.02.2013
-
ტრენინგი ბოდილაინისათვის4–9 თებერვალს, პარტნიორები–საქართველო ჩაატარებს კლიენტს ეფექტური მომსახურების ტრენინგს ესთეტიკური მედიცინის ცენტრი Bodyline–ის ადმინისტრატორებისათვის. ტრენინგი მიზნად ისახავს კომპანიის კლიენტების მომსახურების სტანდარტების ამაღლებას მომსახურე პერსონალის ცოდნის გაღრმავებისა და შესაბამისი უნარ-ჩვევების გავარჯიშების მიზნით.
|
25.01.2013
-
ტრენინგები PKF UBC-ის თანამშრომლებისათვის15–24 იანვარს, პარტნიორები–საქართველომ ჩაატარა ქოუჩინგის და პროექტების მართვის ტრენინგები აუდიტორული და ბიზნეს კონსულტაციების კომპანია PKF UBC–ის თანამშრომლებისათვის. ტრენინგები მიზნად ისახავდა აღნიშნული საკითხების სწავლებას და შესაბამისი უნარ–ჩვევების გავარჯიშებას.
|
20.12.2012 -
ტრენინგების ციკლი რეგიონული ახალგაზრდული კლუბებისათვის დასრულდა14-16 დეკემბერს, პარტნიორები–საქართველომ ჩაატარა ლიდერობის და სამოქალაქო აქტიურობის ტრენინგები დმანისის ახალგაზრდულ კლუბში და ამით დაასრულა ტრენინგების ციკლი ამ თემატიკაში პროგრამის კლუბებისთვის. ტრენინგები განხორციელდა საქართველოს გაეროს ასოციაციასთან თანამშრომლობით, აშშ განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერების პროგრამის ფარგლებში.
|
11.12.2012 -
ტრენინგები მაგთიკომშიპარტნიორები–საქართველო ახორციელებს ტრენინგების სერიას მაგთიკომის სხვადასხვა პოზიციის თანამშრომლებისათვის. ტრენინგების ძირითადი თემებია კლიენტის ეფექტური მომსახურება და გაყიდვები. ტრენინგების სერიია ნოემბერში დაიწყო და იანვრის ბოლომდე გაგრძელდება, და მასში საქართველოს მასშტაბით 250–მდე მაგთიკომის თანამშრომელი მიიღებს მონაწილეობას.
|
pages: 1 |
2 |
3 |
4 |
5 |
6 |
7 |
8 |
9 |
10 |
11 |
12 |
|
|
|