
-
ტრენერებს, ფსიქოლოგებს, ქოუჩებს, ხელმძღვანელებს და სპეციალისტებს, ვინც თანამშრომლების სწავლებასა და განვითარებაზე ზრუნავთ;
-
ყველას, ვისაც თქვენი ცოდნის, გამოცდილებისა და უნარების სხვებისთვის გასაგებად და მისაღებად გადაცემა გსურთ,
პარტნიორები-საქართველო
გიწვევთ
ტრენერების ტრენინგზე (TOT)
ტრენინგი მოგცემთ საშუალებას, სამსახურისგან და სწავლისგან მოუწყვეტლად:
-
გაეცნოთ ტრენინგული სწავლების მეთოდებსა და ინსტრუმენტებს, ჯგუფის დინამიკისა და ჯგუფთან ურთიერთობის ძირითად პრინციპებს
-
შეიძინოთ და გაიუმჯობესოთ კომუნიკაციის, პრეზენტაციის, ტრენინგის ჯგუფის მართვისა და ჯგუფური მუშაობის ფასილიტაციის უნარები
-
მიიღოთ საქმიანი რჩევები და პასუხები თქვენს შეკითხვებზე მრავალწლიანი გამოცდილების მქონე წარმატებული ტრენერ-კონსულტანტებისგან
ტრენინგში მონაწილეობის შედეგად:
-
შეძლებთ თქვენთვის სასურველ თემაზე ტრენინგის მოდულების და პროგრამის დამოუკიდებლად შემუშავებას და ჩატარებას
-
მიიღებთ პარტნიორები-საქართველოსგან ტრენერების ტრენინგის სერტიფიკატს,რომელიც მნიშვნელოვანი შენაძენი გახდება თქვენი საქმიანი ბიოგრაფიისათვის
ტრენინგი 21 ოქტომბრიდან 9 ნოემბრამდე გაგრძელდება
კურსი მოიცავს 30 საათს და მეცადინეობები ჩატარდება 21-24 ოქტომბერს და 28-31 ოქტომბერს (ორშაბათიდან ხუთშაბათამდე, ორი კვირის მანძილზე) 19:00-22:00 სთ, ხოლო 9 ნოემბერს (შაბათს) 11.00-17.00 სთ
ტრენინგის პროგრამა მთლიანად დამყარებული იქნება სწავლების ინტერაქციულ მეთოდზე. ტრენინგის განმავლობაში თითოეული მონაწილე გაივლის ტრენერობის პრაქტიკას და მიიღებს პროფესიულ უკუკავშირს ტრენინგის წამყვანისგან.
ტრენინგი მოიცავს შემდეგ თემატურ ბლოკებს:
-
ტრენინგული სწავლება - ზრდასრულთა სწავლების სპეციფიკა, ტრადიციული და ინტერაქციული სწავლება, ტრენერის ტიპები, ტრენერის პიროვნული და საქმიანი თვისებები.
-
ტრენერის კომუნიკაციური ინსტრუმენტები - შეკითხვის დასმის, მოსმენის და უკუკავშირის ტექნიკა, სხეულის ენა, პრეზენტაციის ტექნიკა.
-
ტრენინგის ინსტრუმენტები - სავარჯიშო, როლური თამაში, მცირე ჯგუფებში მუშაობა, ჯგუფური დისკუსია, ვიდეო რგოლებისა და ფილმის ეპიზოდების ანალიზი, ვიდეო-გადაღება, ფლიპ-ჩარტზე ხატვა და მასალის ვიზუალური წარმოდგენა.
-
ტრენინგის მონაწილეები - სხვადასხვა ტიპის ჯგუფებთან მუშაობა (უმცირესობები, სტუდენტები, ბიზნეს კომპანიების წარმომადგენლები, საჯარო მოხელეები და სხვა), მონაწილეთა ურთიერთგანსხვავებული მოლოდინების გათვალისწინება, რთული მონაწილეების მართვა.
-
ტრენინგის პროცესი - ტრენინგის სტრუქტურული ერთეულები (შესავალი, ძირითადი ნაწილი, შეჯამება და შეფასება), ტრენინგის ჯგუფის დინამიკა, ჯგუფის მუშაობის პროცესის მართვა / ფასილიტაცია, ტრენინგის პროცესის ტიპიური სირთულეები და მათი გადალახვა, არასტანდარტული სიტუაციების მართვა.
-
ტრენინგის დიზაინი - ტრენინგის მიზნის დასახვა და ამოცანების ჩამოყალიბება, ჯგუფის სპეციფიკის გათვალისწინება, ტრენინგის საკითხების განსაზღვრა, ტრენინგის დეტალური გეგმის /მოდულის შემუშავება.
კურსს უძღვება ლელა გიორგობიანი, ფსიქოლოგი, პროფესიონალი ტრენერ-კონსულტანტი საქმიანობის 30-წლიანი გამოცდილებით, პარტნიორები-საქართველოს თანა-დამფუძნებელი, ტალინის „მაინორ-კონსულტანტის“, მოსბახისა და ჰაიდენჰაიმის პროფესიული აკადემიების მიერ სერტიფიცირებული ტრენერი, ESM-თბილისის (ამჟამად, თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლა) ბიჰევიორისტკის პროგრამის ავტორი და ხელმძღვანელი.
კურსის ღირებულებაა 590 ლარი
რეგისტრაციის ბოლო ვადა - 2019 წლის 16 ოქტომბერი
სარეგისტრაციო ფორმის შესავსებად, გადადით ბმულზე
ტრენინგი ჩატარდება შემდეგ მისმართზე:
პარტნიორები-საქართველო
თბილისი, ფალიაშვილის ქუჩა 11 ბ,
ტელ.: (995 32) 291 5451 / 291 5452
ელ-ფოსტა: training@partners.ge
საკონტაქტო პირი: მილენა მითაგვარია