პარტნიორები–საქართველოს უფროსი ტრენერ-კონსულტანტის როლში, თეა ბულია 2007 წლიდან ჩართულია სხვადასხვა პიროვნული და ორგანიზაციული უნარ-ჩვევების განვითარებაზე მიმართული ტრენინგების დაგეგმვასა და ჩატარებაში. მის კომპეტენციაში შედის ეფექტური კომუნიკაციის, ლიდერობისა და ეფექტური ჯგუფური მუშაობის, პრეზენტაციებისა და საჯარო გამოსვლების, კონფლიქტების მართვისა და მოლაპარაკების, სამოქალაქო ინტერესების დაცვის, გენდერული თანასწორობის და სხვა თემები. თეას ფასდაუდებელი წვლილი მიუძღვის ცენტრში მიმდინარე გრძელვადიანი პროგრამების ახალგაზრდული კომპონენტის დაგეგმვაში, კოორდინირებასა და განხორციელებაში.
თეას სამუშაო გამოცდილება 1998 წლიდან, ასოციაცია „ათინათში“ დაიწყო. თეა გახლავთ ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა ახალგაზრდული საგანმანათლებლო ქსელის ტრენერ-კონსულტანტი; აქვს საზოგადოებრივი ორგანიზაციების შესაძლებლობების გაძლიერების მრავალწლიანი წარმატებული გამოცდილება, და აგრეთვე ახალგაზრდების განვითარებისა და გენდერული განათლების კომპეტენცია, შეძენილი სხვადასხვა ადგილობრივ და ევროპულ ინიციატივებში მონაწილეობის შედეგად.
თეა უძღვება თანამშრომლების მართვის კურსს ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის და პარტნიორები-საქართველოს ერთობლივი, HR მართვის სასერტიფიკატო პროგრამის ფარგლებში.