მილენა მითაგვარია

პროგრამების ხელმძღვანელი

უკვე 25 წელზე მეტია მილენა მითაგვარია აქტიურადაა ჩართული პარტნიორები - საქართველოში მიმდინარე სხვადასხვა პროგრამებისა და პროექტების მართვასა და განხორციელებაში, ისევე როგორც ორგანიზაციული განვითარების საკითხებთან დაკავშირებულ საკონსულტაციო საქმიანობაში. 

სამოქალაქო სექტორში მუშაობა მილენამ 1995 წლიდან დაიწყო, როდესაც შეუერთდა  ჰელსინკის მოქალაქეთა ასამბლეის საქართველოს კომიტეტს (HCA–Georgia) - სამშვიდობო ინიციატივების ხელშეწყობის მიმართულებით მომუშავე ორგანიზაციას, სადაც ის პასუხისმგებელი იყო პროგრამების შემუშავებასა და მართვაზე, და აგრეთვე უწევდა კოორდინაციას როგორც რეგიონულ ისე საერთაშორისო ურთიერთობებსა და სამოქალაქო სამშვიდობო ინიციატივებს. 

პარტნიორები - საქართველოში მოსვლის შემდეგ მილენამ დაიწყო მუშაობა პროგრამების კოორდინატორის და ტრენერ-კონსულტანტის თანამდებობაზე; 2004-2020 წლებში იკავებდა დირექტორის მოადგილის, ხოლო 2021-2022 წლებში - ცენტრის დირექტორის თანამდებობას.  მილენა მითაგვარია პასუხისმგებელია ცენტრის ელექტრონული და ბეჭდური პუბლიკაციების შედგენასა და რედაქტირებაზე, გამოქვეყნებული აქვს მრავალი სტატია ორგანიზაციული მართვის საკითხებზე; უძღვება თანამშრომლების მოტივირების საავტორო კურსს ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის და პარტნიორები-საქართველოს ერთობლივი, HR მართვის სასერტიფიკატო პროგრამის ფარგლებში. 

2020 წლიდან, USAID INSPIRES პროგრამის ფარგლებში, მილენა მითაგვარია ორგანიზაციული მედეგობის გაძლიერებაზე მიმართული საკონსულტაციო ჩარჩო-პროცესის ადგილობრივი ფასილიტატორია.