ნატა ახალმოსულიშვილი

ტრენერ-კონსულტანტი

პარტნიორები საქართველოს გუნდს ნატა ახალმოსულიშვილი ტრენერ კონსულტანტის პოზიციაზე 2023 წლიდან შემოუერთდა. მოსვლის დღიდანვე, ნატა ახალმოსულიშვილი აქტიურადაა ჩართული USAID პროგრამის „ერთიანობა მრავალფეროვნებაშია“ ახალგაზრდული სატრენინგო კომპონენტის დაგეგმვასა და განხორციელებაში.

სამოქალაქო სექტორში ნატა 2014 წლიდან მუშაობს; მისი საქმიანობა მჭიდროდ უკავშირდებოდა ახალგაზრდებთან მუშაობას, ასევე მოზარდებთან და მათ ოჯახებთან, საგანმანათლებლო დაწესებულებებთან და ადგილობრივ ხელისუფლებასთან თანამშრომლობას. მისი საქმიანობა მოიცავდა მოწყვლადი ბავშვების და მათი ოჯახების მხარდაჭერასა და გაძლიერებას, მოზარდებისთვის სასიცოცხლო უნარების განვითარებას სხვადასხვა ტრენინგების მეშვეობით, ახალგაზრდებთან და ზრდასრულ ადამიანებთან მუშაობას მათი ეკონომიკური გაძლიერების და დასაქმების შესაძლებლობების გაზრდის მიზნით, საჯარო სკოლებთან თანამშრომლობით ბულინგის წინააღმდეგ მიმართული პროგრამების დანერგვასა და განხორციელებას, და სხვა.