ნათია გოფოძე

აღმასრულებელი დირექტორი

პარტნიორები-საქართველოში მუშაობა ნათია გოფოძემ 20 წლის წინ, ტრენერ-ასისტენტის პოზიციაზე დაიწყო; დღესდღეობით ის ცენტრის წამყვანი ტრენერ-კონსულტანტი, და აღმასრულებელი დირექტორია. ნათია გოფოძის კომპეტენციის ძირითადი სფეროებია ეფექტური კომუნიკაცია, საჯარო გამოსვლები, კონფლიქტების მართვა და მოლაპარაკების წარმოება, ლიდერობა და გუნდური მუშაობა, სამოქალაქო ინტერესების დაცვა და კოალიციური მუშაობა; სამუშაო შეხვედრების ფასილიტაცია, მომხმარებელთან ურთიერთობა, ორგანიზაციული მართვა, კრეატიული აზროვნება, პრობლემების მოგვარებისა და გადაწყვეტილების მიღების ტექნიკა და მრავალი სხვა.  ნათიას აქვს ტრენერების ტრენინგის (TOT) კომპლექსური პროგრამების შემუშავების და ჩატარების მრავალწლიანი გამოცდილება.

2019-2021 წლებში ნათია იყო საერთაშორისო ბიზნესპროექტის მმართველი გუნდის წევრი, სადაც შეიძინა კომპანიის ძირითადი ბიზნეს ოპერაციების მართვის, მრავალეროვანი გუნდის შექმნის და ხელმძღვანელობის მდიდარი გამოცდილება. პროექტის ფარგლებში ნათია ასევე უზრუნველყოფდა კომპანიის ყოველდღიური საქმიანობის, ბიზნეს პროცესების და სამუშაო პროცედურების შესაბამისობას დადგენილ საერთაშორისო სტანდარტებთან და რეკომენდაციებთან .

USAID/Forecast და USAID/INSPIRES გრძელვადიან პროგრამებში მონაწილეობის შედეგად, ნათია გოფოძე გახლავთ ერთ-ერთი იმ მცირერიცხოვანი კონსულტანტებისგან საქართველოში, რომელსაც გააჩნია როგორც HICD (Human and Institutional Capacity Development), ასევე ორგანიზაციული მედეგობის გაძლიერებაზე მიმართული (Resilience+) საკონსულტაციო და სატრენინგო მომსახურების სრული ციკლის განხორციელებისთვის აუცილებელი უნარ-ჩვევები და გამოცდილება.