გიორგი ცაბაურმა ჩვენს ორგანიზაციაში 2009 წლიდან, სატრენინგო პროგრამების კოორდინატორად დაიწყო მუშაობა, თუმცა მალევე დაწინაურდა ადმინისტრაციული მენეჯერის პოზიციაზე, ხოლო 2010 წლიდან ორგანიზაციის ფინანსური მენეჯერის თანამდებობა დაიკავა. გიორგი ცაბაური პასუხისმგებელია ორგანიზაციის ფინანსების ადმინისტრირებასა და მართვაზე, პროგრამული და ადმინისტრაციული ბიუჯეტების დაგეგმვა-შესრულების უზრუნველყოფაზე, ორგანიზაციაში მიმდინარე, საერთაშორისო დონორების მიერ დაფინანსებული პროექტების ფინანსურ მართვაზე; ორგანიზაციული, პროგრამული და საპროექტო ფინანსური ანგარიშების მომზადებაზე.
გიორგის დამთავრებული აქვს თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბიზნესის მართვის სპეციალობით.