ლელა ორგანიზაციული მართვის და განვითარების სფეროს ტრენერ-კონსულტანტია, მუშაობის 35-წლიანი გამოცდილებით, რომელიც მოიცავს სხვადასხვა მიზნობრივი ჯგუფებისთვის (ბიზნეს კომპანიების პერსონალი, საშუალო და მაღალი რგოლის მენეჯერები, საზოგადოებრივი ორგანიზაციების თანამშრომლები, საჯარო მოხელეები, სტუდენტები, პედაგოგები და სხვა) მათ კონკრეტულ მოთხოვნებსა და საჭიროებებზე მორგებული სატრენინგო პროგრამების შემუშავებას და ჩატარებას. ლელა გიორგობიანის ხელმძღვანელობით შექმნილია და ამჟამადაც იქმნება პარტნიორები-საქართველოს ძირითადი ტრენინგ-პროგრამები, მათ შორის ტრენერების ტრენინგის (TOT) კომპლექსური სასწავლო კურსები.
ლელა გიორგობიანი ESM-თბილისის (ამჟამინდელი თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნეს-სკოლა) ბიჰევიორისტიკის სასწავლო პროგრამის ხელმძღვანელი იყო. ამჯამად ასწავლის თავისუფალი უნივერსტეტის ბიზნეს სკოლის ბაკალავრიატის და მაგისტრატურის სტუდენტებს გარდა ამისა, ლელა გიორგობიანი პარტნიორები-საქართველოს და ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ადამიანური რესურსების მართვის ერთობლივი პროგრამის, თანამშრომლების შერჩევის კურსის ლექტორია.