მოლაპარაკების ტრენინგი საშუალებას აძლევს მონაწილეებს გამოსცადონ მოლაპარაკების წარმოების საკუთარი შესაძლებლობები, გააცნობიერონ წარმატების თუ წარუმატებლობის მიზეზები და ნათლად დაინახონ, თუ რაშია მათი ძალა მოლაპარაკების პროცესში და რამდენად მნიშვნელოვანია სიტუაციური, მოქნილი მოქმედება.
! მოლაპარაკების შედეგად იღებ იმას, რის მოლაპარაკებასაც შეძლებ და არა იმას, რაც სამართლიანად გეკუთვნის !
ტრენინგის პროგრამა მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა:
- მოლაპარაკება, როგორც მიზნის მიღწევის საშუალება;
- დამარწმუნებელი კომუნიკაცია და არგუმენტირება მოლაპარაკებისას;
- სხვადასხვა საკომუნიკაციო ტექნიკა, რომელიც გამოიყენება მოლაპარაკების პროცესში;
- სიტუაციური ქცევა მოლაპარაკებებისას;
- პარტნიორის ინტერესებისა და საჭიროებების გათვალისწინება მოლაპარაკებისას, ორმხრივი მოგება;
- ვაჭრობა მოლაპარაკების პროცესში;
- მოლაპარაკების რეკომენდებული და არარეკომენდებული სტრატეგიები;
- ტიპური წინააღმდეგობები და მათი დაძლევა მოლაპარაკებებისას;
- მოლაპარაკების პარტნიორის უარზე სწორად რეაგირება;
- ტიპური შეცდომები მოლაპარაკების პროცესში.