ეფექტური კომუნიკაციის ტრენინგზე შესწავლილი სხვადასხვა საკომუნიკაციო ტექნიკა და უნარი ერთნაირი წარმატებით შეიძლება იყოს გამოყენებული როგორც პირადი, ასევე საქმიანი კომუნიკაციის ეფექტურად წარმართვისთვის; კომუნიკაციის მიზნის მიღწევისთვის და ამავდროულად, პარტნიორთან პოზიტიური დამოკიდებულების ჩამოყალიბებისა თუ შენარჩუნებისთვის.
ტრენინგზე განხილული იქნება შემდეგი საკითხები:
- პარტნიორზე ორიენტირებული კომუნიკაციის რაობა
- კომუნიკაცია – ინფორმაციის გადაცემისა და მიღების პროცესი
- რეალობის სუბიექტურობა და მისი გავლენა კომუნიკაციის ეფექტურობაზე
- კომუნიკაციის ეტაპები
- ინფორმაციის შინაარსობრივი და ემოციური დონე კომუნიკაციისას
- ღირსების გრძნობის გათვალისწინება კომუნიკაციის პროცესში
- საკომუნიკაციო ტექნიკები (აქტიური და პასიური მოსმენა, შეკითხვის დასმის ტექნიკა, უკუკავშირის ტექნიკა, ასერტიული ქცევა, “მე-შეტყობინება”)
- კომუნიკაციის ბარიერები
- დამარწმუნებელი კომუნიკაცია და არგუმენტირების ტექნიკა