ტრენინგი ეხმარება მონაწილეებს ნათლად დაინახონ, თუ რას წარმოადგენს გუნდური მუშაობის სპეციფიკა, უპირატესობა და სირთულეები. გააცნობიერონ, თუ რა როლს ასრულებენ თავად გუნდური მუშაობის პროცესში და რა წვლილი შეაქვთ საერთო მიზნის მიღწევაში. იგრძნონ, თუ რა გავლენას ახდენს გუნდის წევრების კონსტრუქციული და დესტრუქციული ქცევები გუნდის მუშაობის შედეგზე.
ტრენინგზე განხილული იქნება შემდეგი საკითხები:
- გუნდური მუშაობის განსხვავება ჯგუფური მუშაობისაგან
- გუნდური მუშაობის პრინციპები და „თამაშის წესები“
- გუნდის ჩამოყალიბების ეტაპები
- გუნდური მუშაობის ეფექტურობის ფაქტორები
- გუნდი და ლიდერი, ლიდერობის ტიპები
- გუნდის მუშაობის მიზნის განსაზღვრა
- გუნდში გადაწყვეტილების მიღების პროცესი და მისი სირთულეები
- კონსენსუსის პროცესის არსი
- თანამშრომლობა და კონკურენცია გუნდის მუშაობისას
- გუნდის მუშაობის დროს წარმოშობილი სირთულეების მართვა