ტრენერების ტრენინგზე მონაწილე არა მხოლოდ ტრენერობას სწავლობს, არამედ მას ეძლევა შესაძლებლობა პრაქტიკაში გამოსცადის ჯგუფთან მუშაობა. ამგვარი სიმულაცია და უკუკავშირი მას საშუალებას აძლევს, გააცნობიეროს საკუთარი ქცევის ძლიერი და სუსტი მხარეები და დახვეწოს ტრენინგის გაძღოლის ინდივიდუალური მანერა.
ტრენინგზე განხილული იქნება შემდეგი საკითხები:
- ტრენინგის ძირითადი პრინციპები
- ტრენინგზე სწავლების აქტიური მეთოდები (სავარჯიშო, როლური თამაში, ჯგუფური დისკუსია, გონებრივი იერიში)
- ტრენერის ტექნიკური არსენალი (მოსმენის ტექნიკა, შეკითხვის დასმის ტექნიკა, უკუკავშირის ტექნიკა, ჯგუფის მუშაობის ფასილიტაცია, ჯგუფური დისკუსიის მართვა)
- თეორიული მასალის პრეზენტაცია ტრენინგის დროს
- ტრენერის პიროვნული და საქმიანი თვისებები და უნარები
- ტრენინგის პროცესის სტრუქტურა და სტრუქტურული ერთეულის როლი და მნიშვნელობა
- ტრენინგის ჯგუფის განვითარების დინამიკა
- სატრენინგო დავალებების მომზადება და მონაწილეთათვის ინსტრუქციის მიცემა
- ტრენინგის მონაწილეთა მოტივირება და მათი კმაყოფილების უზრუნველყოფა
- ტიპიური სირთულეები ტრენინგის დროს და მათი გადალახვა