ფასილიტაციის ტრენინგი შესაძლებლობას აძლევს მონაწილეებს ნათლად დაინახონ ჯგუფის მუშაობის მართული პროცესის უპირატესობა და გამოსცადონ თავი ფასილიტატორის როლში. ტრენინგზე მოდელირებულ სამუშაო შეხვედრებზე ფასილიტაციის სხვადასხვა ტექნიკის გამოყენების პრაქტიკა თვალსაჩინოდ აჩვენებს მონაწილეებს, თუ როგორ მარტივდება შეხვედრის პროცესის მართვა და მიზნის მიღწევა.
ტრენინგზე განხილული იქნება შემდეგი საკითხები:
- ფასილიტაციის პროცესის მიზანი და არსი
- ფასილიტაციის პროცესის ეტაპები
- სამუშაო შეხვედრების დაგეგმვა და დღის წესრიგის შემუშავება
- ფასილიტატორის ნეიტრალურობა და მიუკერძოებლობა
- შეხვედრის პროცესის მართვის ინსტრუმენტები
- სამუშაო შეხვედრის წაყვანისთვის აუცილებელი საკომუნიკაციო ტექნიკა
- ჯგუფური მუშაობის და გადაწყვეტილების მიღების სხვადასხვა ტექნიკა
- რთული მონაწილეების და შეხვედრის დროს წარმოქმნილი პრობლემური სიტუაციების მართვა
- შეხვედრის მონაწილეთა ტიპები და თითოეულ მათგანთან მუშაობის სპეციფიკა
- ჯგუფის წევრების მოტივირება, პასიური მონაწილეების გააქტიურება