ყოველთვის რეალურია კონფლიქტი, როდესაც ჩვენ განცდა გვაქვს, რომ კონფლიქტში ვართ?
რატომ უნდა ვმართოთ კონფლიქტური სიტუაცია?
როგორ შევინარჩუნოთ ემოციური მდგრადობა კონფლიქტურ სიტუაციებში?
როდის შეგვიძლია ვთქვათ, რომ კონფლიქტი წარმატებით მოგვარდა?
არსებობს თუ არა კონფლიქტური სიტუაციების მართვის უნივერსალური სტრატეგია?

კონფლიქტის მართვის ტრენინგი ეხმარება მონაწილეებს დაინახონ კონფლიქტი, როგორც ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილი და  ჩამოიყალიბონ სწორი დამოკიდებულება მის მიმართ. აქ შესწავლილი სხვადასხვა  ტექნიკა და უნარები  ერთნაირი წარმატებით შეიძლება იყოს გამოყენებული როგორც პირადი, ასევე საქმიანი კონფლიქტების მართვისა და მოგვარებისათვის.

ტრენინგზე განხილული იქნება შემდეგი საკითხები:

  • კონფლიქტის არსი და მნიშვნელობა
  • კონფლიქტის დესტრუქციული და კონსტრუქციული შედეგები
  • კონფლიქტის განვითარების - ესკალაციის საფეხურები და დეესკალაციის პრინციპები
  • კონფლიქტის წყაროები  და ტიპები
  • კონფლიქტურ სიტუაციაში ქცევის სტრატეგიები
  • კომუნიკაციის ტექნიკები, რომლებიც მნიშვნელოვანია კონფლიქტის მართვისათვის
  • მესამე მიუკერძოებელი მხარე კონფლიქტში
  • ორმხრივი მოგება პრობლემურ სიტუაციებში
  • პრობლემის ალტერნატიული მოგვარების მეთოდები
  • კონფლიქტის  კონსტრუქციული მართვის პროცესის ეტაპები