პრეზენტაციის ტრენინგის მნიშვნელოვანი ნაწილი ეთმობა სიტყვით გამოსვლის ვიდეო კამერაზე ჩაწერას და შემდეგ, თითოეული ჩანაწერის დეტალურ ანალიზს. მონაწილეები იღებენ უკუკავშირს პრეზენტაციის საკუთარი უნარების შესახებ, ძლიერი და სუსტი მხარეების შესახებ. შესაბამისად, ტრენინგი კარგი საშუალებაა პრეზენტაციის ინდივიდუალური მანერის განვითარებისა და დახვეწისთვის.
ტრენინგის პროგრამა მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა:
- საჯარო გამოსვლის მიზნები (ინფორმირება, დარწმუნება)
- საჯარო გამოსვლის ეფექტურობის ფაქტორები
- პრეზენტაციის ტექსტის სტრუქტურა
- აუდიტორიასთან კონტაქტის დამყარება და შენარჩუნება
- ფართო აუდიტორიისთვის გასაგებად საუბარი
- ეფექტური სხეულის ენა გამოსვლისას
- თვალსაჩინოებებისა და დამხმარე საშუალებების ეფექტურად გამოყენება
- სხვადასხვა რიტორიკული ხერხები
- საჯარო გამოსვლისას რთული სიტუაციების და წინააღმდეგობების ეფექტურად გადალახვა
- აუდიტორიის შეკითხვებზე რეაგირება
- აუდიტორიის წინაშე გამოსვლის შიშისა და უხერხულობის დაძლევა