პერსონალის შერჩევის პროცესი კომპანიის ერთგვარ სავიზიტო ბარათს წარმოადგენს. თანამშრომელთა შერჩევის ტრენინგი საშუალება აძლევს მონაწილეებს შეისწავლონ და პრაქტიკაში გამოსცადონ კანდიდატების შერჩევის სხვადასხვა მეთოდი, ნათლად გააცნობიერონ, თუ რა უშლის და რა უწყობს ხელს შეფასების ობიექტურობას და რაც მთავარია, გახადონ შეფასების პროცესი კანდიდატისთვის კომფორტული.
ტრენინგზე განხილული იქნება შემდეგი საკითხები:
- თანამშრომელთა შერჩევის პროცესის მომზადება
- კანდიდატთა დოკუმენტაციის სორტირება და სწორად ინტერპრეტირება
- თანამშრომელთა შერჩევა ტელეფონით
- შერჩევის პროცესში გამოყენებული დიაგნოსტიკური მეთოდების კლასიფიკაცია და მათი შეფასება
- სტრუქტურირებული ინტერვიუს მეთოდი
- თანამშრომელთა შერჩევის სიტუაციური მეთოდები
- ახალი თანამშრომლების სამუშაო ადგილზე ადაპტაციის პროცესი