ტრენინგი დაეხმარება იმ ორგანიზაციებსა თუ ცალკეულ პირებს, რომლებიც პირველად აპირებენ საგრანტო კონკურსში მონაწილეობას და საჭიროებენ საპროექტო განაცხადის შედგენისთვის აუცილებელი, საბაზისო თეორიული ცოდნის შეძენას. მონაწილეები არა მხოლოდ გაეცნობიან მარტივი საპროექტო განაცხადის შედგენის გზებს, არამედ შეიტყობენ, თუ როგორ მოიგონ დონორების გული და შეინარჩუნონ მათთან გრძელვადიანი თანამშრომლობითი ურთიერთობა.
ტრენინგზე განხილული იქნება შემდეგი საკითხები:
- რა არის პროექტი; ვისთვის და რისთვის იწერება პროექტი;
- ვინ არიან პროექტის ბენეფიციარები;
- პრობლემის შესწავლისა და ანალიზის მნიშვნელობა;
- პროექტის ჩამოყალიბების და წერის პროცესის გამიჯვნა;
- საპროექტო განაცხადის დანიშნულება;
- საბაზისო საპროექტო განაცხადის სტანდარტული ნაწილების მიმოხილვა;
- როგორია წარმატებული საპროექტო განაცხადი;
- კორექტული და ვიზუალურად მიმზიდველი განაცხადის შედგენა;
- პროექტის ლოგიკა და თანმიმდევრობა;
- ზოგადი მიზნები და კონკრეტული ამოცანები;
- პროექტის ბიუჯეტის შედგენის პრინციპები;
- დონორებთან ურთიერთობა, ინტერესის გამოხატვის წერილები;
- და მრავალ სხვა საინტერესო და სასარგებლო ინფორმაციას.