მრავალფეროვნების მართვის ტრენინგი დაეხმარება მონაწილეებს დაინახონ და გაიაზრონ ნებისმიერი საზოგადოებისთვის დამახასიათებელი განსხვავებების მიმართ ტოლერანტობის მნიშვნელობა, გააცნობიერონ ის სიკეთე და სარგებელი, რაც თან ახლავს მრავალფეროვნების სხვადასხვა ასპექტს, და შეხედონ მრავალფეროვნებას, როგორც ფასეულ რესურსს, რომელსაც შეუძლია არა მხოლოდ ერთი კონკრეტული ჯგუფის თუ ორგანიზაციის, არამედ მთლიანად საზოგადოების გაჯანსაღება.
ტრენინგის პროგრამა მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა:
- მრავალფეროვნების ცნება და განზომილებები;
- ინდივიდუალური და ჯგუფური იდენტობა;
- სტერეოტიპების როლი მრავალფეროვნების მიმართ დამოკიდებულების ჩამოყალიბებაში;
- მრავალფეროვნების სირთულე;
- მრავალფეროვნების მართვის პოზიტიური ქმედებების პროგრამა;
- მრავალფეროვნება, როგორც რესურსი;
- მრავალეთნიკური საზოგადოების მოწყობის აპრობირებული მოდელები
- და მრავალ სხვა საინტერესო და სასარგებლო ინფორმაციას.