რას წარმოადგენს საჯარო გადაწყვეტილების მიღების პროცესი და რატომ უნდა მიიღონ ამ პროცესში მონაწილეობა მოქალაქეებმა?
რა შეგვიძლია ვიღონოთ იმისთვის, რომ დავძლიოთ თანამოქალაქეთა პასიურობა და ინდიფერენტულობა?
შესაძლებელია თუ არა მოქალაქეთა და საჯარო მოხელეების ძალაუფლების გათანაბრება?
შეგვიძლია თუ არა დანამდვილებით ვთქვათ, რომ სამოქალაქო ინტერესები არსებობს?
არსებობს თუ არა სოციალური ცვლილების მოხდენის შესაძლებლობა?

სამოქალაქო ინტერესების დაცვის ტრენინგის მეშვეობით მონაწილეებს მიეცემათ საშუალება გააცნობიერონ სამოქალაქო ინტერესების დაცვის (ადვოკატირების) პროცესის არსი, ფორმები და ეტაპები, გაერკვნენ ადვოკატირების კამპანიების დაგეგმვის და განხორციელების თავისებურებებში, გააანალიზონ კამპანიის სტრატეგიული კომუნიკაციის მოდელი, და განიხილონ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში განხორციელებული, წარმატებული კამპანიების მაგალითები.

ტრენინგის პროგრამა მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა:

  • სამოქალაქო ინტერესების დაცვის (ადვოკატირების) არსი და ეტაპები;
  • ფართო საზოგადოებასთან და სხვადასხვა დაინტერესებულ მხარესთან კომუნიკაციის მიზნები და ეფექტურობის ფაქტორები;
  • ფართო აუდიტორიისთვის და უფრო კონკრეტული მიზნობრივი ჯგუფებისთვის განკუთვნილი გზავნილების ფორმულირების პრინციპები;
  • მხარდამჭერთა მოზიდვა და შენარჩუნება;
  • კოალიციური მუშაობის (პარტნიორობის) უპირატესობები და სირთულეები;
  • კოალიციური მუშაობის წესები და ეტიკეტი
  • და მრავალ სხვა საინტერესო და სასარგებლო ინფორმაციას.