დროის და სტრესის მართვის ტრენინგზე ისწავლება ბევრი საინტერესო პრაქტიკული მეთოდი და ტექნიკა, რომელთა მიზანია სტრესის მართვა და დაძლევა, თუ (ასევე) დროის ეფექტური დაგგმვა. ამ ინსტრუმენტების გამოყენებით შესაძლებელია სამსახურებრივი, თუ სხვა სახის სტრესით გამოწვეული ნეგატიური შედეგების შემცირება, დროის მაქსიმალურად ნაყოფიერად გამოყენება და საქმიანი და პირადი მიზნების ეფექტურად მიღწევა.
ტრენინგზე განხილული იქნება შემდეგი საკითხები:
- სტრესის რაობა
- სტრესის სიმპტომები და სტრესორები
- ორგანიზაციული სტრესი
- სტრესის პრევენცია
- სტრესის დაძლევა სამუშაო ადგილას
- ფიზიკური და მენტალური რელაქსაციის მეთოდები
- სტრესი, როგორც დროის არაეფექტურად მართვის ერთ-ერთი შედეგი
- დროის მართვის მნიშვნელობა
- მიზნის განსაზღვრისა და დაგეგმვის მნიშვნელობა დროის მართვისათვის
- დროის გაფლანგვის მიზეზები და მისი საწინააღმდეგო ღონისძიებები
- დროის მოგების 10 ოქროს წესი
- პრიორიტეტების განსაზღვრის სხვადასხვა ტექნიკა
- დროის ოპტიმალური დაგეგმვის სხვადასხვა ტექნიკა
- საკუთარი შესაძლებლობებისა და გარემოს ადექვატური შეფასება