მართვისა და ლიდერობის ტრენინგი საუკეთესო საშუალებაა მენეჯერული უნარების განვითარებისა და მართვის პროცესის მიმართ სწორი დამოკიდებულებების ჩამოყალიბებისათვის. ტრენინგი ხელს უწყობს საკუთარი მმართველობითი ქცევის ობიექტურად გაანალიზებას და წარმატებული, შედეგზე ორიენტირებული, სიტუაციური მოქმედების განვითარებას/ჩამოყალიბებას.
ტრენინგის პროგრამა მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა:
- მართვის ძირითადი ამოცანები;
- მართვის სხვადასხვა სტილი;
- მენეჯერი და ლიდერი;
- ჯგუფი და გუნდი;
- მოტივირება თუ მანიპულირება;
- მენეჯერი, როგორც ქოუჩი;
- კომუნიკაცია მენეჯერსა და თანამშრომლებს შორის;
- თანამშრომელთა არასასურველ ქცევაზე გავლენის მოხდენის რეკომენდირებული მეთოდები;
- გადაწყვეტილების მიღების ფორმები;
- ხელმძღვანელის მიერ პრობლემური სიტუაციების მართვა.