გაყიდვის ტრენინგი მისცემს მონაწილეებს კარგ შესაძლებლობას არა მხოლოდ დახვეწონ გაყიდვის საკუთარი ტექნიკა და უნარები, არამედ გააცნობიერონ, რომელია გაყიდვის საუკეთესო სტრატეგია, გადაჭრან დილემა - უნდა იყოს თუ არა კლიენტთან კომუნიკაცია გაყიდვაზე ორიენტირებული, და აღმოაჩინონ, თუ რომელი არგუმენტები მოქმედებს ყველაზე დამაჯერებლად კლიენტზე.
ტრენინგის პროგრამა მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა:
- გაყიდვის ოთხ ეტაპიანი პროცესი
- პროდუქტის პრეზენტაცია გაყიდვისას
- დამარწმუნებელი კომუნიკაცია და არგუმენტირების ტექნიკა გაყიდვისას
- კლიენტის მოთხოვნებისა და სურვილების ადექვატურად აღქმა და მათზე სწორად რეაგირება
- გაყიდვის პროცესის წარმართვა შეკითხვების საშუალებით
- კლიენტის შეკითხვებზე პასუხის გაცემა
- კლიენტთა ტიპები და გაყიდვის დროს თითოეულ მათგანთან ოპტიმალური ურთიერთობის რეკომენდირებული ფორმები
- კლიენტის უარზე და პრეტენზიებზე სწორად რეაგირება
- მოლაპარაკება გაყიდვის პროცესში
- ტიპური წინააღმდეგობები გაყიდვის პროცესში