შემოქმედებითობა - თანდაყოლილი ნიჭი თუ შეძენილი უნარი?
რა გვიშლის ხელს, რომ ვიაზროვნოთ შემოქმედებითად?
ყველა გადაწყვეტილების მიღებისას უნდა ვიაზროვნოთ შემოქმედებითად?
რა პიროვნული თვისებებით გამოირჩევიან შემოქმედებითი ადამიანები?
რა მეთოდები შეგვიძლია გამოვიყენოთ ახალი, არასტანდარტული გადაწყვეტილებების მისაღებად?

დღევანდელ კონკურენტულ სამუშაო გარემოში შემოქმედებითობა იქცა ერთ-ერთ აუცილებელ უნარ-ჩვევად, რომელიც ამოძრავებს ბიზნესს; წარმოშობს ახალ იდეებსა და ინოვაციებს, ქმნის ახალ პროდუქტებს და მომსახურებას; მის გარეშე წარმოუდგენელია ეფექტიანობა და პროდუქტიულობა. შემოქმედებითი აზროვნების ტრენინგზე მონაწილეები ინდივიდუალურად და ჯგუფურად მუშაობენ სხვადასხვა თავსატეხის ამოხსნაზე, ეძებენ არასტანდარტული პრობლემების გადაჭრის გზებს და რუტინული პრობლემების მოგვარების ახალ შესაძლებლობებს. ყოველივე ეს ხელს უწყობს აზროვნების შაბლონების გაცნობიერებას და შემოქმედებითი პოტენციალის მაქსიმალურად გააქტიურებას.

ტრენინგის პროგრამა მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა:

  • შემოქმედებითი აზროვნების რაობა  
  • შემოქმედებითი აზროვნების ხელშემწყობი პიროვნული უნარები
  • შემოქმედებითი აზროვნების განვითარების მეთოდები
  • შეკითხვის დასმის ტექნიკა, როგორც კრეატიული აზროვნების ინსტრუმენტი
  • იდეების გენერირების მეთოდები
  • ახალი პროდუქტის შექმნის მეთოდები
  • პრობლემების გადაჭრის შემოქმედებითი მეთოდები
  • ჯგუფური გადაწყვეტილების მიღების ტექნიკები
  • სინერგიის ეფექტი გუნდის მუშაობის დროს