გსურთ ყოველდღიური რუტინის გახალისება და ჩვეული დავალებების შესრულებისადმი ახლებურად მიდგომა? ფიქრობთ, რომ თქვენს იდეებსა და გადაწყვეტილებებს აკლია ორიგინალობა და ინოვაციურობა? გსურთ პრობლემების ეფექტურად მოგვარება მაშინაც, როდესაც კარგად ნაცადი მეთოდები არ მუშაობს? მაშინ ეს ტრენინგი თქვენთვისაა.
ტრენინგის მიზანია კრეატიული აზროვნების სხვადასხვა მეთოდის გაცნობა და შემოქმედებითი პროცესის მართვისთვის საჭირო უნარების გავარჯიშება. ტრენინგის შედეგად შეძლებთ, აზროვნების სტერეოტიპების გაცნობიებასა და გადალახვას და საკუთარი შემოქმედებითი პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენებას.
ტრენინგზე განხილულ თემებს შორის იქნება:
- კრეატიულობა – თანდაყოლილი ნიჭი, თუ შესწავლილი ტექნიკა
- არაშაბლონური აზროვნების ბარიერები
- კრეატიულობის ხელშემწყობი პიროვნული უნარები
- კრეატიული აზროვნების განვითარების მეთოდები
- იდეების გენერირების მეთოდები
- ახალი პროდუქტის შექმნის მეთოდები
- პრობლემების გადაჭრის შემოქმედებითი მეთოდები
ტრენინგს გაუძღვება ნათია გოფოძე - ფსიქოლოგი, პროფესიონალი ტრენერ-კონსულტანტი საქმიანობის 15-წლიანი გამოცდილებით, პარტნიორები-საქართველოს დირექტორი.
სარეგისტრაციო ფორმის შესავსებად, გადადით ბმულზე