საქმიან ურთიერთობებში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ისეთი კომუნიკაციური უნარების ეფექტურად ფლობა, როგორიცაა მოსმენა, ინფორმაციის გადაცემა, ემოციების მართვა, ასერტიულობა და კონსტრუქციული უკუკავშირის მიცემა.ტრენინგში მონაწილეობა შესაძლებლობას მოგცემთ გააცნობიეროთ კომუნიკაციის პოზიტიური გავლენა კარიერულ წარმატებაზე, გაეცნოთ წარმატებაზე ორიენტირებულ კომუნიკაციურ ტექნიკებს, შეიძინოთ და გაივარჯიშოთ მოსმენის, შეკითხვის დასმის, კონსტრუქციული კრიტიკის, ნეგატიური ემოციების მართვისა და კორექტული უარის თქმის უნარ-ჩვევები.
ტრენინგის ძირითადი საკითხებია:
- კომუნიკაციის მიზნები საქმიანი ურთიერთობებისას;
- საქმიანი ურთიერთობის ეტიკეტი;
- ფაქტორები, რომლებიც განსაზღვრავენ ინფორმაციის გადაცემის ეფექტურობას;
- აქტიური და პასიური მოსმენის ტექნიკა;
- შეკითხვის დასმის ტექნიკა;
- კონსტრუქციული კრიტიკა და შექება - უკუკავშირის მიცემის ტექნიკა;
- კორექტული უარი - ასერტიულობა;
- ემოციების მართვა - „მე“ შეტყობინების ტექნიკა;
- სხეულის ენა საქმიანი ურთიერთობებისას.
კურსს გაუძღვება ლელა გიორგობიანი, ფსიქოლოგი, ტრენერ-კონსულტანტი საქმიანობის 35-წლიანი გამოცდილებით, პარტნიორები-საქართველოს თანადამფუძნებელი, ტალინის „მაინორ-კონსულტანტის“, მოსბახისა და ჰაიდენჰაიმის პროფესიული აკადემიების მიერ სერტიფიცირებული ტრენერი, თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლის (ESM-თბილისის) ლექტორი.
სარეგისტრაციო ფორმის შესავსებად, გადადით ბმულზე