ტრენინგის მიზანია მონაწილეთათვის ტრენინგის, როგორც სწავლების აქტიური ფორმის, მისი ძირითადი პრინციპების და მეთოდების სწავლება და შესაბამისი უნარ-ჩვევების გავარჯიშება. ტრენინგის პროცესში გაეცნობით სწავლების ინტერაქტიულ მეთოდებსა და ინსტრუმენტებს, გაიუმჯობესებთ პრეზენტაციის და ჯგუფის მუშაობის ფასილიტაციის უნარებს, მიიღებთ საქმიან რჩევებს მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ტრენერ-კონსულტანტისგან.
ტრენინგში მონაწილეობის შედეგად თქვენ შეძლებთ: თქვენთვის სასურველ თემაზე ტრენინგის დამოუკიდებლად მომზადებას და ჩატარებას; ტრენერობის ინდივიდუალური სტილის გაცნობიერებას და სრულყოფას.
ტრენინგზე განხილულ საკითხებს შორის იქნება:
- ტრენინგის ძირითადი პრინციპები;
- ტრენინგზე სწავლების აქტიური მეთოდები;
- ტრენერის ტიპები;
- ტრენერის პიროვნული და საქმიანი თვისებები და უნარები;
- ტრენერის ტექნიკური არსენალი (მოსმენის ტექნიკა, შეკითხვის დასმის ტექნიკა, უკუკავშირის ტექნიკა, ჯგუფის მუშაობის ფასილიტაცია);
- თეორიული მასალის პრეზენტაცია ტრენინგის დროს;
- ტიპიური სირთულეები ტრენინგის დროს და მათი გადალახვა;
- ტრენინგის შედეგების გაანალიზება.
მეცადინეობები ჩატარდება კვირაში სამჯერ: ორშაბათს, ოთხშაბათს და პარასკევს, 19:00 საათიდან 22:00 საათამდე, პარტნიორები - საქართველოს ოფისში, მისამართზე: ფალიაშვილის 11-ბ.
კურსს გაუძღვება ლელა გიორგობიანი, ფსიქოლოგი, ტრენერ-კონსულტანტი საქმიანობის 35-წლიანი გამოცდილებით, პარტნიორები-საქართველოს თანადამფუძნებელი, ტალინის „მაინორ-კონსულტანტის“, მოსბახისა და ჰაიდენჰაიმის პროფესიული აკადემიების მიერ სერტიფიცირებული ტრენერი, თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლის (ESM-თბილისის) ლექტორი.
კურსის ღირებულებაა 1280 ლარი
რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს