ENG | GEO 17 დეკემბერი, 2017
 » ახალი ამბები
 » ჩვენს შესახებ
 » პროექტები
 » პუბლიკაციები
 » კორპორაციული კლიენტები
 » დონორები და პარტნიორები
 » ღია ტრენინგები




pdcint.jpg

 
ღია ტრენინგები

გაყიდვების ტექნიკა - როგორ დავითანხმოთ კლიენტი

ტრენინგი განკუთვნილია სხვადასხვა პროდუქტისა და სერვისის გაყიდვის პროცესში ჩართული თანამშრომლებისა და მენეჯერებისათვის, აგრეთვე, სხვა დაინტერესებულ პირებისათვის.

ტრენინგში მონაწილეობა შესაძლებლობას მოგცემთ:

  •  გაიღრმავოთ ცოდნა სხვადასხვა პროდუქტისა და სერვისის გაყიდვის სფეროში
  •  გაეცნოთ გაყიდვების კომუნიკაციურ მეთოდებსა და ინსტრუმენტებს
  •  შეიძინოთ და გაიუმჯობესოთ კლიენტის დარწმუნებისა და გაყიდვის პროცესის ეფექტურად მართვის უნარ-ჩვევები

ტრენინგზე განხილული იქნება შემდეგი საკითხები:

  •  განსხვავება გაყიდვისა და მომსახურების პროცესებს შორის
  •  გაყიდვის ოთხ ეტაპიანი მოდელი
  •  შეკითხვის დასმის ტექნიკა კლიენტისგან ინფორმაციის მიღებისა და მასზე ზეგავლენის მოხდენისათვის
  •  კლიენტის დარწმუნება პროდუქტის ან მომსახურების პრეზენტაციისას
  •  დაინტერესებული კლიენტის შეკითხვებზე სწორად რეაგირება
  •  როგორ მოვიქცეთ კლიენტისგან უარის შემთხვევაში
  •  ტიპიური წინააღმდეგობები გაყიდვის პროცესში და მათი დაძლევის ხერხები

ტრენინგს უძღვება:

ლელა გიორგობიანი - პარტნიორები-საქართველოს უფროსი ტრენერ-კონსულტანტი, ფსიქოლოგი, თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლის (ESM) ტრენერი, ორგანიზაციული მართვისა და განვითარების სფეროში ტრენინგების 25-წლიანი გამოცდილებით

ტრენინგზე მუშაობა წარიმართება სწავლების ინტერაქციული მეთოდებით, როგორიცაა თეორიული პრეზენტაცია, სავარჯიშო, როლური თამაში, სიმულაცია, სასწავლო ქეისი და დისკუსია.

ტრენინგის ღირებულებაა 290 ლარი. ფასი მოიცავს ერთი ადამიანის ტრენინგ-კურსში მონაწილეობის, ტრენინგის მასალების, სადილის შესვენებაზე კვების და სერტიფიკატის ღირებულებას.

ტრენინგი ჩატარდება 12 და 13 დეკემბერს, 10.00-დან 17.00-მდე, 
პარტნიორები-საქართველოს ოფისში, მისამართზე: ფალიაშვილის 11ბ.

რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2017 წლის 8 დეკემბერი!

სარეგისტრაციო ფორმის შესავსებად, გადადით ბმულზე

ჯგუფში ადგილები შეზღუდულია. შესაბამისად, უპირატესობა მიენიჭებათ იმ აპლიკანტებს, რომლებიც პირველები შემოიტანენ განაცხადს.

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით შემდეგ მისამართზე:პარტნიორები-საქართველო

თბილისი, ფალიაშვილის ქუჩა 11 ბ
ტელ: 2 915451, 2 915452 , 574 999 324
ელ-ფოსტა: training@partners.ge